ავტორი:

"შეტევა უკრაინის სამთავრობო რაიონზე ან ზელენსკის ლიკვიდაცია..." - როგორ შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა სათავისოდ კრემლის დაბომბვა?

"შეტევა უკრაინის სამთავრობო რაიონზე ან ზელენსკის ლიკვიდაცია..." - როგორ შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა სათავისოდ კრემლის დაბომბვა?

კრემლის განცხადებით, რუსეთმა ღამით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა. ოფიციალური მოსკოვი პუტინის მკვლელობის მცდელობაში უკრაინას ადანაშაულებს.

"ოთხშაბათს ღამით, კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კრემლის რეზიდენციაზე იერიში სცადა", - ნათქვამია კრემლის განცხადებაში. გარდა ამისა, როგორც კრემლი განცხადებაში აღნიშნავს, ის თავდასხმას „დაგეგმილ ტერორისტულ ქმედებად“ მიიჩნევს.

რა სცენარს უნდა ველოდოთ მომხდარის შემდეგ?

"შეიძლება რუსეთმა ეს მომენტი გამოიყენოს იმისთვის, რომ უკრაინის სამთავრობო შენობებსა, თუ სამთავრობო რაიონში მიიტანოს შეტევა" - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა.

"ჯერ ნაადრევია 100%-ით, გარანტირებულად რაიმეს თქმა, მაგრამ ფაქტია, რომ თავდასხმის კადრები ვიხილეთ. ფაქტია, რომ კრემლია. ეს შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს იმისთვის, რათა მიიტანოს შეტევა კიევში სამთავრობო რაიონზე, სადაც განთავსებულია ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ეს შეიძლება წინაპირობად გამოიყენონ. მართალია, ახლა გავრცელდა ინფორმაცია კრემლზე შეტევის მიტანის თაობაზე, მაგრამ რუსეთის მხრიდან უკვე კეთდება განცხადებები და მოწოდებები, მაგალითად, რუსეთის დუმის ერთ-ერთმა დეპუტატმა მოუწოდა რუსეთის სახელმწიფოს, პირადად ზელენსკის ლიკვიდაცია მოახდინონ. ამიტომ, მეტად დინამიური შეიძლება გახდეს პროცესი. შესაძლოა, რუსეთმა ეს მომენტი გამოიყენოს იმისთვის, რათა უკრაინის სამთავრობო შენობებსა, თუ სამთავრობო რაიონში მიიტანოს შეტევა“, - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი.

ნახეთ ასევე: