ავტორი:

მწვრთნელმა 7 წლის ბიჭი ვარჯიშის დროს სასიკვდილოდ სცემა - აზერბაიჯანში მომხდარი უმძიმესი ამბავი, რომელიც სათვალთვალო კამერების მეშვეობით გაირკვა

მწვრთნელმა 7 წლის ბიჭი ვარჯიშის დროს სასიკვდილოდ სცემა - აზერბაიჯანში მომხდარი უმძიმესი ამბავი, რომელიც სათვალთვალო კამერების მეშვეობით გაირკვა

პირველ მაისს, საღამოს, აზერბაიჯანის სოციალური ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მწვრთნელი სამბოს ვარჯიშის დროს, 7 წლის ბიჭს სასიკვდილოდ სცემს. შემთხვევა 29 აპრილს ქალაქ სუმგაითში, მე-19 საშუალო სკოლის სპორტდარბაზში მოხდა.

ცნობილმა აზერბაიჯანელმა სპორტსმენმა, საერთაშორისო შეჯიბრებების გამარჯვებულმა, ძიუდოსა და სამბოს მწვრთნელმა მეჰმან ხალილოვმა ვარჯიშის დროს 7 წლის მოსწავლე სასიკვდილოდ გაიმეტა. ბავშვისთვის საბედისწეროდ ქცეული "ვარჯიშის" ვიდეოკადრების ყურება შეუძლებელია.

გავრცელებულ კადრებში ჩანს მწვრთნელის, მეჰმან ხალილოვის აგრესიული ქცევა მცირეწლოვანი ბავშვების მიმართ, რომლებიც დარბაზში ვარჯიშობენ. ხალილოვი განსაკუთრებულ სისასტიკეს იჩენს ერთ-ერთი ბავშვის, 7 წლის ფარიდ ბაკაროვის მიმართ. მწვრთნელი ტატამზე დაცემულ ბავშვს თმით მიათრევს, თავით სწევს, იატაკზე აგდებს და ისევ ხელში იჭერს. მას შემდეგ, რაც ბავშვი ადგომას ვეღარ ახერხებს, თითქმის უგონო მდგომარეობაშ მყოფს, წიხლებს ურტყამს. როგორც გაირკვა, ხალილოვი სხვა ბავშვებსაც სცემდა.

მომხდარის შემდეგ, უგონო მდგომარეობაში მყოფი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მწვრთნელმა კი მშობლებს დაურეკა და უთხრა, რომ ბავშვი დაეცა და დაშავდა, სიმართლე სათვალთვალო კადრების გავრცელების შემდეგ გაირკვა.

ამჟამად ხალილოვი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126.3 მუხლით (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, რამაც გამოიწვია სიკვდილი). მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მეჰმან ხალილოვი ცნობილი აზერბაიჯანელი სამბისტია, აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების წევრი, 2018 წლის ევროპის ჩემპიონატისა და 2019 წლის ევროპის თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი, 2018 წლის მსოფლიო თასის მფლობელი...

ექსპერტიზის პირველადი დასკვნით, მწვრთნელმა ბავშვს კისერი მოტეხა. საავამდყოფოში გადაყვანილის ბავშვის გადარჩენა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

  • "გარდაცვლილი ბიჭის დედას მწვრთნელის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, რადგან ის მათი ნათესავია" - ამბობს ოჯახის მეგობარი. მისი თქმით, ყველაფერი უბედური შემთხვევის გამო მოხდა.

აზერბაიჯანის ძიუდოს ფედერაციის განცხადებით, ხალილოვს მწვრთნელის ლიცენზია არ ჰქონია. სპორტული სკოლის დირექტორი კი როგორც ჩანს, მხოლოდ მისი რეგალიებისა და სპორტულ სამყაროში მქონე ავტორიტეტის წყალობით ენდო. მან არ შეამოწმა მისი საბუთები, არ გაარკვია, რომ სამწვრთნელო გამოცდილება ჰქონია.

გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამა, ევაზ ბაკაროვის მედიასთან ამბობს, რომ შემთხვევის დროს მეორე ვაჟიც ვარჯიშზე იმყოფებოდა. სკოლის ეზოში იმყოფებოდა ბავშვის დედაც.

"სავარჯიშო ოთახში ხმაური იყო, დედამ გაიგო და ორჯერ შევიდა შიგნით, მაგრამ მწვრთნელმა ლამის ისიც სცემა. უყვირა "ნუ ზრდით კაცს ქალივითო!“

"სიკვდილის შესახებ დილით შემატყობინეს, მაშინვე მივედი. არ ვიცი, რა დაემართა იმ მწვრთნელს იმ დღეს. ბავშვი მხოლოდ შვიდი წლის იყო. სახლში რომ მივიყვანეს, მთელი სხეული სისხლჩაქცევებით ჰქონდა დაფარული. ეს არ შეიძლება იყოს დაცემისგან. სცემეს. ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს აზერბაიჯანის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელით“, - განაცხადა მან ბაქოს ტელევიზიის ეთერში.