4 მაისის ღამეს, უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის დროს, რუსულმა ძალებმა ოდესის მიმართულებით Shahed-131/136-ის ტიპის 15 „კამიკაძე“ დრონი გაუშვეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"ოდესაში ღამით, მტერმა შეტევა Shahed-131/136 ტიპის 15 დრონით განახორციელა. 12 საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს", - აცხადებენ სარდლობაში.
მათივე ინფორმაციით, სამი დრონი ქალაქის ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების საერთო საცხოვრებელს მოხვდა და ხანძარი გაჩნდა, თუმცა ის ადგილობრივმა მაშველებმა სწრაფად ჩააქრეს. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
ოდესაში გაშვებულ "კამიკაძე" დრონებზე ეწერა: "მოსკოვისთვის" და "კრემლისთვის".
შეგახსენებთ, წუხელ უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევსა და ოდესაში აფეთქებების ხმები ისმოდა.
წაიკითხეთ ასევე: