ავტორი:

"საძინებელში ნაწამები ნახეს... შვილი დარჩა" - რას ჰყვებიან 36 წლის ქალზე, რომლის მკვლელობის ბრალდებით მისი ნათესავი დააკავეს

"საძინებელში ნაწამები ნახეს... შვილი დარჩა" - რას ჰყვებიან 36 წლის ქალზე, რომლის მკვლელობის ბრალდებით მისი ნათესავი დააკავეს

თბილისში ახალგაზრდა ქალი, მარიკა ბუთხუზი მოკლეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, 36 წლის ქალი საკუთარმა ნათესავმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.

ის თავის საძინებელ ოთახში ნაწამები, გარდაცვლილი ნახეს. ქალის მკვლელობის ბრალდებით, შსს-მ 41 წლის მამაკაცი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს, ხოლო მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.

როგორც "ტვ პირველთან" მეზობლები ამბობენ, 36 წლის ქალი ქმარს იყო გაშორებული და სახლში ბავშვთან ერთად ცხოვრობდა. ადგილობრივების თქმით, ქალთან ხშირად მოდიოდნენ ნათესავები და სულ ჩხუბის და ყვირილის ხმა ისმოდა.

"რომ ამოვიარე, შემოღობილი იყო უკვე, ბევრი პოლიციელი იყო და რაღაცას ეძებდნენ. დღემდე არ ვიცი, რა მოხდა. მეუღლე არ ჰყავდა, შვილი დარჩა", - ამბობს მეზობელი.

შსს აცხადებს, რომ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა. მათი ცნობით, დანაშული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 აპრილს, ბრალდებულმა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნათესავზე - 1986 წელს დაბადებულ მ.ბ.-ზე ფიზიკურად იძალადა.

09:36 / 04-05-2023 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ბ. ნათესავი ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 აპრილს, ბრალდებულმა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნათესავზე - 1986 წელს დაბადებულ მ.ბ.-ზე ფიზიკურად იძალადა.

თ.ბ.-მ ახალგაზრდა ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა ვაზისუბანში, ჰუალინგის დასახლებაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ამ დრომდე ფემიციდის ეს შემთხვევა გაუხმაურებელი იყო.