ავტორი:

ლოტო 6/42-ი რუსთავი 2-ზე ბრუნდება

ლოტო 6/42-ი რუსთავი 2-ზე ბრუნდება

5 მაისიდან ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გათამაშება ,,ლოტო 6/42’’-ი რუსთავი 2-ის სატელევიზიო სივრცეს უბრუნდება.

,,ლოტო 6/42’’-ი რუსთავი 2-ის ეთერში ყოველ სამშაბათს და პარასკევს, საღამოს 9-ის ნახევარზე გავა, გათამაშებას ახალი წამყვანები თაკო ჩორგოლაშვილი და ზურა გორდაძე წარუძღვებიან. ისინი რუთავი 2-ის მაყურებლებისა და ლატარიის მოთამაშეებისთვის ,,ლოტო 6/42’’-ის ჯეკპოტს გაათამაშებენ, რომელიც უკვე 1 200 000 ლარზე მეტია!

ახალ სატელევიზიო გამოცდილებას დიდი ენთუზიაზმით ელოდებიან თაკო ჩორგოლაშვილი და ზურა გორდაძეც, მათთვის ლოტოს გათამაშება ახალ გამოცდილებასთან და ბევრ სასიამოვნო სიახლესთან ასოცირდება.

თაკო: პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ ლოტოს პროექტში მონაწილეობა ჩემთვის ორმაგად დასაფასებელია, რადგან გარდა იმისა, რომ ახალ გამოცდილებას ვიძენ, მაქვს უშუალო კავშირი კეთილ საქმეებთან, შემიძლია ბევრი ადამიანის გულის გახარება და მათი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. როდესაც მაყურებელი გიყურებს, უცხადებ მათ გამარჯვებული რიცხვების კომბინაციას, ამ დროს ხდები მოგებული ადამიანების ბედნიერების თანამონაწილე, ასოცირდები იღბალთან და გამარჯვებასთან. ერთია აკეთო საყვარელი საქმე და როდესაც ამას ემატება სხვა ადამიანებისთვის სიკეთის მოტანაც - ეს ფაქტი ჩემთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ზურა: ორმაგად სასიამოვნო სიახლეა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ლოტოს გათამაშება რუსთავი2 -ს უბრუნდება, აგრეთვე სასიხარულოა, რომ სწორედ რუსთავი 2-ის მაყურებელს მიეცემა შესაძლებლობა ჩაერთოს ლოტოს გათამაშებაში, და მოიგოს ჯეკპოტი, რომელიც უკვე მილიონ ლარზე მეტია. მე და თაკო მაყურებლის დღეს დილიდან პოზიტივით ვტვირთავთ, ეხლა კი ყოველ სამშაბათს და პარასკევს მოგვეცა საშუალება, უკვე საღამოს ეთერით მაყურებლები გავახაროთ, დავატრიალოთ მათთვის ლოტოტრონი და მოგებული ადამიანები გამოვავლინოთ, განსაკუთრებით ველოდები მილიონიანი ჯეკპოტის გათამაშებას და მიხარია, რომ ამ ამბის თანამონაწილე ვხდები.

იმისთვის რომ მოიგოთ, აუცილებლად უნდა შეიძინოთ ლოტო 6/42-ის ბილეთები, აირჩიოთ ექვსნიშნა კომბინაცია და დაელოდოთ გათამაშებას, გახსოვდეთ 1 200 000 ლარზე მეტი ჯეკპოტი ჯერ არ გათამაშებულა.

,,ლოტო 6/42’’-ის ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ ვებ-გვერდზე www.lotto.ge , ასევე კომპანიის სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა დიდ სავაჭრო მოლში და ლატარიის ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას.

0322 007700

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/Eh-S6VEghdc" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

NS