ავტორი:

"ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში" - როგორია გუშინ, ვერაზე დაჭრილი გიჩო მარგველაშვილის მდგომარეობა

"ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში" - როგორია გუშინ, ვერაზე დაჭრილი გიჩო მარგველაშვილის მდგომარეობა

გუშინ, გოგებაშვილის ქუჩაზე დაჭრილი გიჩო მარგველაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ექიმ ვატო გვაზავას განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება სისხლიანი აგარიშსწორებისას დაჭრილ შემთხვევით გამვლელს, მისი მდგომარება სტაბილურია და არც მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.

"შემოყვანილია ცეცხლსასროლი ჭრილობებით ბარძაყის არეში. მუხლის არეში, წვივის არეში. ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. მაგისტრალური სისხლძარღვები არ არის დაზიანებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კარტერს რომ ეძახიან, მაგ ტიპის ტყვია იყო დაახლოებით, ალბათ, სამი გასროლით მოხდა ეს ყველაფერი. შინაგანი ორგანოები არ არის დაზიანებული. ტანში არ არის ტყვიები მოხვედრილი."

ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე, რესტორან LA VERA- სთან სროლისას, 40 წლამდე მამაკაცმა, საბა გახოკიამ დაჭრა გიჩო მარგველაშვილი, რა დროსაც დაიჭრა შემთხვევითი გამვლელიც. ამის შემდეგ მარგველაშვილის დაცვამ თავდამსხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა და ადგილზე მოკლა. მკვლელობის სავარაუდო ჩამდენი პირი ამჟამად დაკავებულია, მას გაქცევა არც უცდია.

Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დაცვის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკია. მკვლელობის ფაქტს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. ის დაჭრილი გივი (გიჩო) მარგველაშვილის დაცვაში მუშაობდა.

ასევე იხილეთ: