ავტორი:

ფარმადეპო 14 წლისაა - რა ფასდაკლებები და აქციები გელოდებათ ბრენდისგან

ფარმადეპო 14 წლისაა - რა ფასდაკლებები და აქციები გელოდებათ ბრენდისგან

5 და 6 მაისს ბრენდის 14 წლის იუბილესთან დაკავშირებით მომხმარებლებს განსაკუთრებული ფასდაკლებები და აქციები დახვდებათ ფარმადეპოს ყველა ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

2 დღის განმავლობაში 50%-იანი ფასდაკლება გავრცელდება კოსმეტიკის 20-ზე მეტ რჩეულ ბრენდებზე, როგორიცაა: ტოპიკრემი, ისისფარმა, ვიში, ლაროში და სხვა მოთხოვნადი ბრენდები.

საუკეთესო ფასის შეთავაზება იმოქმედებს, გერმანული, უმაღლესი ხარისხის ბრენდის როსმანის პროდუქციაზე, როგორიცაა: ისანა, ბეიბი დრიმი და ალტერა.

50 %-მდე ფასდაკლებები გავრცელდება ვიტამინებსა და საკვებ დანამატებზე. ასევე დაგხვდებათ საუკეთესო ფასები მედიკამენტებზე, აქციები და სპეციალური შეთავაზებები ბავშვთა კატეგორიის პროდუქტებზე - კვებასა და მოვლაზე.

35-40%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს სამედიცინო ტექნიკასა და სათამაშოებზე.

ორივე დღეს ფარმადეპოში მომხმარებლები შეძლებენ ისარგებლონ ისეთი სერვისებით, როგორიცაა: ოფთალმოლოგის კონსულტაცია, დიაბეტის სკრინიგი, ქოლესტერინის მართვის პროგრამა, ვიზაჟისტის მომსახურება.

5 ივნისს ფარმადეპოს 2 აფთიაქში ბრენდები „სემპერი“ და „ნუტრიბენი“ საბავშვო ღონისძიებებს გამართავენ. აქ დაგხვდებათ: ანიმაციის გმირები, კარიკატურის მასტერკლასი ბავშვებისთვის, სახის მოხატვა, საჩუქრები და სადღესასწაულო განწყობა.

30%-იანი ფასდაკლება და დამატებითი სიურპრიზები დახვდება მომხმარებლებს ამერიკული საბავშვო ტანსაცმლის ბრენდ carter's-ისგან, ყოველ მე-10 მომხმარებელს გადაეცემა საჩუქარი, ხოლო მხოლოდ ვაჟა-ფშაველას 97-ში ნომერში მდებარე ფარმადეპოში carter's-ის შენაძენზე მომხმარებლებს uriage-ის საბავშვო სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცემათ.

იხილეთ აქტივობების განრიგი:

5 მაისი

ფარმადეპო - დიღმის მასივი, მე-5 კვარტალი

  • 15:00 სთ-დან - საბავშვო ღონისძიება ნუტრიბენისგან: კარიკატურის მასტერკლასი; სახის მოხატვა, საჩუქრები.

ფარმადეპო - ვაჟა ფშაველას გამზირი 39.

  • 16:00 საათიდან - საბავშვო ღონისძიება სემპერისგან: ანიმაციის გმირები, საჩუქრები.

ფარმადეპო - ლუბლიანას 11.

  • ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია; დიაბეტის სკრინინგი; ქოლესტერინის განსაზღვრა; საჩუქრები carter's-გან.

ფარმადეპო - ვაჟა-ფშაველას გამზ. მე-4 კვარტალი.

  • 19:00 საათიდან - ფარმადეპოს ახალი აფთიაქის გახსნის ღონისძიება. ცოცხალი მუსიკა, ფურშეტი, გათამაშება, საჩუქრები.

ფარმადეპო - სითი მოლი - პეტრე ქავთარაძის 1

  • 13:00 საათიდან - ბრენდ მის ქეის აქტივობა, სადღესასწაულო განწყობა.

ფარმადეპო - რუსთავი, შარტავას გამზ. 3.

  • დიაბეტის სკრინინგი; 16:00-დან მაკიაჟი - NOTE-ისგან-ყოველ 30 ლარიან შენაძენზე.

ფარმადეპო - ი.ჭავჭავაძის გამზ. 24

  • სუკულენტები საჩუქრად 50-ლარიან შენაძენზე

R