ავტორი:

ბენ აფლეკი თუ ბრედ პიტი? - გვინეტ პელტროუ აფასებს, ყოფილებიდან რომელმა იცოდა უკეთესი კოცნა და სექსი: გულწრფელი პასუხები უხერხულ კითხვებზე

ბენ აფლეკი თუ ბრედ პიტი? - გვინეტ პელტროუ აფასებს, ყოფილებიდან რომელმა იცოდა უკეთესი კოცნა და სექსი: გულწრფელი პასუხები უხერხულ კითხვებზე

მსახიობი გვინეტ პელტროუ "Call Her Daddy" პოდკასტს ეწვია და პირადი ცხოვრების დეტალებზე ისაუბრა.

90-იან წლებში გვინეტ პელტროუმ განსაკუთრებულ კარიერულ წარმატებას მიაღწია. რომანი ჰქონდა ყველაზე პოპულარულ ჰოლივუდის ვარსკვლავებთან - ბრედ პიტთან და ბენ აფლეკთან.

პოდკასტში გვინეტ პელტროუმ ყოფილ პარტნიორებზე ისაუბრა. წამყვანმა იმ ცნობილი მამაკაცების ჩამოთვლა დაიწყო, ვისთანაც გვინეტს რაიმე სახის ურთიერთობა ჰქონია. პელტროუმ გააწყვეტინა მას და საუბარს უფრო მეტი ინტრიგა შესძნა - "და ეს მხოლოდ ისინია, ვინც თქვენ იცით".

ამის შემდეგ წამყვანმა გვინეტი "კუთხეში მოიმწყვდია" და პიტსა და აფლეკს შორის არჩევანის გაკეთება მოსთხოვა. პელტროუმ ბრედ პიტი აირჩია, თუმცა აღნიშნა, რომ ორივე მათგანმა შესანიშნავი კოცნა იცის.

პოდკასტის ბოლოს საუბარი სექსზე ჩამოვარდა და გვინეტს ბრედსა და ბენს შორის არჩევანის გაკეთება ხელახლა მოუწია. მსახიობმა განაცხადა: "ეს ნამდვილად რთული კითხვაა, რადგან ბრედთან მნიშვნელოვანი ქიმია მქონდა, თითქოს ცხოვრების სიყვარული იყო, რაღაც კავშირი არსებობდა. რაც შეეხება ბენს, ის ტექნიკურად იყო შესანიშნავი."

მსახიობმა იმაზეც ისაუბრა, რომ მას და ბრედს ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ.

"ეს სიგიჟე იყო. ის არაჩვეულებრივი ბიჭია, ძალიან მომწონდა", - ამბობს ბრედ პიტზე პელტროუ. ვარსკვლავმა აღიარა, რომ პიტთან ნიშნობა თვითონ ჩაშალა, რადგან ბევრი რამ ჰქონდა გასაკეთებელი და სასწავლი: "არ ვიცოდი, როგორ მომესმინა ჩემი ინსტიქტებისთვის და როგორ მემოქმედა".

გვინეტი ბრედს 1994-1997 წლებში ხვდებოდა, ბენს კი 1997-2000 წლებში.

წყარო: people

მოამზადა: ანა სიბოშვილმა