"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხვიჩა კვარაცხლიას და "ნაპოლის" სერია ა-ს ჩემპიონობას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:
"მარადონადან კვარადონამდე!“ - ამაზე დიდი აღიარება ფეხბურთში რა უნდა იყოს! ეს ტიტული ჩვენს სასახელო, საამაყო ქართველს, ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებულად ერგო! ვულოცავ მას ამ დიდ წარმატებას! ხვიჩა არამხოლოდ იტალიური ფეხბურთისა და გუნდი "ნაპოლის“ ისტორიას ქმნის, არამედ ის უკვე არის მსოფლიო მასშტაბის ლეგენდარული ფეხბურთელების სიაში! სულ რაღაც 22 წლის ასაკში ჩვენმა საამაყო ფეხბურთელმა ქართველებს ფეხბურთის გულშემატკივრობის ტრადიციული მუხტი დაგვიბრუნა! იშვიათად მეგულება ოჯახი, რომელიც ხვიჩას მთელი გულით არ გულშემატკივრობს და აღფრთოვანებით არ ადევნებს თვალს მის თითოეულ მატჩს! მადლობა ხვიჩას ამ ემოციებისთვის, მადლობა სამშობლოს სიყვარულისთვის და იმისთვის, რომ ქართული დროშა მისი ყოველი წარმატების თანმდევია! მადლობა მის მშობლებს ასეთი შვილისთვის! წინ, წინ, წარმატებისკენ, კვარა!" - წერს საგანელიძე.