ავტორი:

რამზან კადიროვს გადასცეს მედალი, რომლითაც აქამდე მეცნიერებს ბირთვული ფიზიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის აჯილდოებდნენ

რამზან კადიროვს გადასცეს მედალი, რომლითაც აქამდე მეცნიერებს ბირთვული ფიზიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის აჯილდოებდნენ

როგორც grozny-inform.ru იუწყება ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს გადასცეს მედალი, რომლითაც აქამდე მეცნიერებს ბირთვული ფიზიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის აჯილდოებდნენ.

ამჯერად ე.წ. კურჩატოვის ოქროს მედლის მფლობელი კადიროვი გახდა.

დაჯილდოებამდე მან შეხვედრა გამართა, რუსეთის აკადემიის დელეგატებსა და კურჩატოვის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან, რომელზეც განიხილეს თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები და ასევე რეგიონის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროების განვითარების გზები. ამის თაობაზე სოციალურ ქსელებში თავად ჩეჩნეთის ლიდერმა დაწერა. როგორც ირკვევა, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებმა მას მადლობა გადაუხადეს და მედალიც უბოძეს. მოკლედ, კადიროვის ჯილდოების კოლექციას უკვე ბირთვული ფიზიკის განმავითარებლის მედალიც ამშვენებს. ის ზოგადად გამოირჩევა იმითაც, რომ ხშირად საკუთარ თავს სახელმწიფო ჯილდოებით ანებივრებს, მაგალითად, ამასწინათ თავი ჩეჩნეთის გმირის მედლით დაიჯილდოვა.