ავტორი:

"არ ვაპირებ, ჩვენი პირადი ცხოვრება სხვებს გავუზიარო" - რატომ არ აქვეყნებს ევა მენდესი რაიან გოსლინგთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და რატომ არ ჩნდება წყვილი წითელ ხალიჩაზე ერთად?

"არ ვაპირებ, ჩვენი პირადი ცხოვრება სხვებს გავუზიარო" - რატომ არ აქვეყნებს ევა მენდესი რაიან გოსლინგთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და რატომ არ ჩნდება წყვილი წითელ ხალიჩაზე ერთად?

რაიან გოსლინგი ევა მენდესს ჯერ კიდევ 2012 წელს შეხვდა. ვარსკვლავებმა ერთად ფილმზე "ადგილი ფიჭვნარში" იმუშავეს, რომლის პრემიერაზეც უკვე წყვილის სტატუსით გამოჩნდნენ. მათი რომანი მსოფლიო პრესაში აქტიურად განიხილებოდა. თუმცა, ისინი ამაზე არაფერს ამბობდნენ. 2014 წელს პირველი ქალიშვილი, ესმერალდა შეეძინათ, ორი წლის შემდეგ კი კიდევ ერთი გოგონა - ამადა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ევა და რაიანი პირადი ურთიერთობის შესახებ თითქმის არასდროს საუბრობენ და მათი წითელ ხალიჩაზე ერთობლივი გამოჩენაც უიშვიათესია. ერთად გადაღებული ბევრი ფოტოც კი არ აქვთ. ევა მენდესი და რაიან გოსლინგი უკვე 10 წელია, ერთად ცხოვრობენ, ორ შვილს ზრდიან და ძალიან მკაცრად აქვთ განსაზღვრული, რომ ჟურნალისტებთან და მედიასთან თავიანთ ურთიერთობაზე არაფერი თქვან.

მალე რაიან გოსლინგის მონაწილეობით ფილმი "ბარბი" გამოვა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სხვათა შორის, გოსლინგი ბევრმა თაყვანისმცემელმა გააკრიტიკა და აღნიშნეს, რომ ეს მისთვის არასერიოზული როლი იყო. როგორც ცნობილია, პრემიერას ევა მენდესი არ დაესწრება. გულშემატკივრები კი ფიქრობდნენ, რომ ახლა მაინც ნახავდნენ წყვილს ერთად. ევამ განმარტება "ინსტაგრამზე" გააკეთა და დაწერა ისიც, თუ რატომ არ აქვეყნებს რაიანთან ერთად გადაღებულ ფოტოებს: "არ ვაპირებ, ჩვენი პირადი ცხოვრება სხვებს გავუზიარო. ჩვენს ურთიერთობას ძალიან ვაფასებთ და სოციალურ ქსელში მხოლოდ იმ კადრებს ვაქვეყნებ, რაც საჯარო სივრცეში უკვე არსებობს. ასე ბევრად კომფორტულია." - თქვა ევა მენდესმა.