ავტორი:

"გამარჯობა, მე ვარ აფხაზი, თუ თვლი, რომ ჩვენ ძმები ვართ, ჩამეხუტე" - აფხაზი ბლოგერის ემოციური სოციალური ექსპერიმენტი რუსთაველის გამზირზე

"გამარჯობა, მე ვარ აფხაზი, თუ თვლი, რომ ჩვენ ძმები ვართ, ჩამეხუტე" - აფხაზი ბლოგერის ემოციური სოციალური ექსპერიმენტი რუსთაველის გამზირზე

აფხაზმა ბლოგერმა დაურ ბუავამ თბილისში, რუსთაველის გამზიზრზე ერთგვარი სოციალური ექპერიმენტი ჩაატარა. ის დადგა რუსთაველის გამზირის სხვადასხვა ადგილას ხელში პლაკატით რომელზეც ეწერა:

  • "გამარჯობა, მე ვარ აფხაზი, თუ თვლი, რომ ჩვენ ძმები ვართ, ჩამეხუტე".

ვიდეო, რომეlიც ბლოგერმა სოციალური ქსელების საკუთარ გვერდებზე გაავრცელა საკმაოდ ემოციური და ხალისიანი გამოვიდა.

დაურ ბუავა არის აფხაზი ბლოგერი, რომელიც საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა მას ქართულ მხარეზე გადასვლისა და სხვადასხვა მოწოდებების გამო "სახელმწიფოს ღალატში" ადანაშაულებდა. დაუ ბუავამ რამდენიმე თვის წინ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.

იხილეთ ვიდდეო: