ავტორი:

"ეს არის მე-19 საუკუნის მდიდრული აკლდამები... საინტერესო აღმოჩენა ჩანს" - რას ამბობს არქეოლოგი წერეთლის გამზირზე აღმოჩენილ სამარხებზე

"ეს არის მე-19 საუკუნის მდიდრული აკლდამები... საინტერესო აღმოჩენა ჩანს" - რას ამბობს არქეოლოგი წერეთლის გამზირზე აღმოჩენილ სამარხებზე

თბილისში, წერეთელის გამზირზე მიმდინარე სარეაბილატაციო სამუშაოების დროს აღმოჩენილი სამარხები, სპეციალისტების დასკვნით, წარმოადგენს მე-19 საუკუნის აკლდამებს. როგორც ambebi.ge-ს საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, არქეოლოგი გოდერძი ნარიმანიშვილი ეუბნება, აღმოჩენა საკმაოდ საინტერესო ჩანს.

მისი თქმით, ახლა აუცილებელია მოხდეს იდენტიფიცირება, თუ ვის ეკუთვნოდა აღმოჩენილი სამარხები, რომლებიც, ერთი შეხედვით, მდიდრული ჩანს.

"ეს არის მე-19 საუკუნის მდიდრული აკლდამები. კონკრეტულად ვის ეკუთვნოდა, ამის თქმა შესაძლებელი იქნება აღმოჩენილი ნივთების მიხედვით. ახლა მთავარია, რომ ეს ყველაფერი შესწავლილი იყოს, ისე როგორც საჭიროა, ყველა წესის დაცვით, დოკუმენტირება მოხდეს.

საინტერესო აღმოჩენა ჩანს. ეს ხომ ჩვენი ქალაქის ისტორიაა, თანაც დიდუბის პანთეონში, ზოგადად, ცნობილი ადამიანები იკრძლებოდნენ. ეტყობა, რომ შეძლებული ხალხია იქ დაკრძლული და პატივია მიგებული. იმედია, რომ მოინახება ადგილი, სადაც მათი გადატანა მოხდება იდენტიფიცირების შემდეგ.

ზოგადად, ცნობილი იყო, რომ დიდუბის პანთეონის ადგილზე გაიარა გზამ და გაუქმდა სასაფლაოს ნაწილი. თბილისში ბევრია ასეთი გაუქმებული სასაფლაოს ადგილები, სადაც ზოგან გზა გაიყვანეს, ზოგან ბაღი აშენდა და ა.შ. ჩემი ინფორმაციით, იქ სპეციალისტები არიან მივლინებული და არქოლოგიური მუშაობა მიმდინარეობს." - აცხადებს არქეოლოგი.