ავტორი:

"შვედეთი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ყოველთვის მხარს უჭერდა - ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ" - შვედეთის ელჩი

"შვედეთი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ყოველთვის მხარს უჭერდა - ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ" - შვედეთის ელჩი

საქართველოს ევროპული გზა ისეთივე მნიშვნელოვანია შვედეთისთვის, როგორც მისი თავმჯდომარეობა ევროკავშირში. და რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ, - ამის შესახებ შვედეთის სამეფოს ელჩმა საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომმა "ევროპის დღეების" ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არ არის პირველი დღე, როცა "ევროპის დღე" საქართველოში აღინიშნება, მაგრამ ეს არის პირველი "ევროპის დღე", რომელსაც საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება.

"ეს არ არის პირველი დღე, როცა "ევროპის დღე" საქართველოში აღინიშნება, მაგრამ ეს არის პირველი "ევროპის დღე", რომელსაც საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება. შვედეთი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ყოველთვის მხარს უჭერდა. საქართველოს ევროპული გზა ისეთივე მნიშვნელოვანია შვედეთისთვის, როგორც მისი თავმჯდომარეობა ევროკავშირში. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ. გვჭირდება უფრო მეტი საქართველო, როგორც შვედეთში, ასევე ევროკავშირში. გვინდა უფრო მეტი შვედეთი საქართველოში, რასაც ჩვენ დღეს დავინახავთ“, - განაცხადა ულრიკ ტიდესტრომა, "ევროპის დღეების" ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე.

"ევროპის დღეების" ფარგლებში ორბელიანის მოედანი შვედურ დღეს მასპინძლობს.