ავტორი:

"ამ პირებს არანაირი კავშირი "ქართულ ლეგიონთან" არ აქვთ... ეს არის მორიგი რუსული პროვოკაცია" - რას წერს მამუკა მამულაშვილი გავრცელებულ ვიდეოზე?

"ამ პირებს არანაირი კავშირი "ქართულ ლეგიონთან" არ აქვთ... ეს არის მორიგი რუსული პროვოკაცია" - რას წერს მამუკა მამულაშვილი გავრცელებულ ვიდეოზე?

"ქართული ლეგიონის“ ლიდერი მამუკა მამულაშვილი სოციალური ქსლით ეხმაურება გავრცელებულ ვიდეოს. მისი თქმით, აღნიშნული რუსული პროვოკაციაა.

"მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც სამი ნიღბიანი პიროვნება "ქართული ლეგიონის" შევრონებით აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას ძალადობით, ქალებსა და ბავშვებს კი გაუპატიურებით ემუქრება. ეს არის მორიგი რუსული პროვოკაცია, რომელიც უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ვიდეოში გამოსახულ პირებს არანაირი კავშირი "ქართულ ლეგიონთან" არ აქვთ. რაც შეეხება გაჟღერებულ მუქარებს, მშვიდობიანი მოსახლეობის, ბავშვებისა და ქალების მკვლელობა, გაუპატიურება, ძარცვა და სხვა სამხედრო დანაშაულები სწორედ რუსი ოკუპანტების ჩვეული მეთოდია, რასაც ისინი არც მალავენ, მათ შორის კრემლის სხდომათა დარბაზში გაკეთებულ განცხადებებშიც." - წერს მამუკა მამულაშვილი.