ავტორი:

არქი არქელებს სქილვილში სწავლას დაუფინანსებს

არქი არქელებს სქილვილში სწავლას დაუფინანსებს

არქიმ საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ონლაინ აკადემია სქილვილთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში არქი ყველა მსურველ არქელს სქილვილში სწავლის საფასურის 50%-ს დაუფინანსებს, რაც ნიშნავს, რომ არქელებს შესაძლებლობა ეძლევათ ნახევარ ფასად შეისწავლონ მომავლის პროფესიები IT მიმართულებით, ციფრული მარკეტინგის მიმართულებით და ასევე, გაიარონ ზოგადი ინგლისურის კურსი.

„არქისთვის არქელებზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ მუდმივად ვაწყობთ მასშტაბურ ღონისძიებებს და ვზრუნავთ არქლების განწყობაზე, იმაზე, რომ თითოეულმა არქელმა თავი ბედნიერად და კომფორტულად იგრძნოს. ამ ეტაპზე ორიენტირი ჩვენი დიდი ოჯახის წევრების განვითარებაზე ავიღეთ და მზად ვართ ყველა მსურველ არქელს სქილვილში კურსის საფასურის 50% დავუფინანსოთ, რაც მათ ახალი პროფესიის დაუფლებაში თუ ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება.“ _ აცხადებს არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

საქართველოში დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა კომპეტენტური კადრებით ბაზრის დაკმაყოფილებაა. კადრების დეფიციტის პრობლემა კი განსაკუთრებით თვალსაჩინოა IT სფეროში, რომელიც ერთერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას წარმოადგენს. ამ სფეროს წარმომადგენლებს დასაქმების ფართო შესაძლებლობები ეხსნებათ, როგორც საქართველოში, ასევე უცხოურ ბაზარზე. მნიშნელოვანია, რომ სქილვილის კურსდამთავრებულების 76% უკვე დასაქმებულია.

“Skillwill-ის მიზანია მისცეს საჭირო ცოდნა და უნარები ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს დაიწყოს ახალი კარიერა ან გახდეს უფრო მაღალკვალიფიციური კადრი. ჩვენთვის მნიშნელოვანია, რომ ყველა ადამიანს, განურჩევლად მათი ასაკისა და პროფესიისა მივცეთ შესაძლებლობა ჩაერთოს ჩვენს კურსებში. ამით ერთი მხრივ, კომპანიებს დავეხმარებით კვალიფიციური კადრების მოძიებაში, მეორე მხრივ კი სამსახურის მაძიებელ ადამიანებს მივცემთ შანსს, აკეთონ მომავლის საქმე და ამავდროულად ჰქონდეთ მაღალანაზღაურებადი პროფესია.” - ამბობს სქილვილის აკადემიის გენერალური დირექტორი, გიგი გიორგაძე.

სქილვილის აკადემიაში IT პროფესიების შესასწავლად, მათემატიკური ცოდნა აუცილებელი არაა, მთავარია სურვილი და მონდომება, ისწავლო და შეიძინო ახალი უნარები. არქისთვის არქელებზე ზრუნვა პრიორიტეტულია, ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ონლაინ აკადემიასთან თანამშრომლობა, რაც არქის დიდი ოჯახის წევრებს ახალ შესაძლებლობებს და კარიერულ ზრდას მოუტანს.

ონლაინ აკადემია სქილვილში IT მიმართულების, ციფრული მარკეტინგისა და უცხო ენის სწავლება თანამედროვე მეთოდებით მიმდინარეობს. სქილვილ აკადემიაში მუდმივად ზრუნავენ იმაზე, რომ სტუდენტებმა გამოიმუშაონ საჭირო უნარები სახლიდან გაუსვლელად და შეიძინონ ახალი კონტაქტები, გაიცნონ სფეროს პროფესიონალები, რაც წარმატებულად დასაქმებისთვის უმნიშნელოვანესი წინაპირობაა.

R