ავტორი:

დონალდ ტრამპმა უარი თქვა მიეცა ჩვენება საქმეზე, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტის გაუპატიურებაში ედება ბრალი

დონალდ ტრამპმა უარი თქვა მიეცა ჩვენება საქმეზე, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტის გაუპატიურებაში ედება ბრალი

დონალდ ტრამპი ჟურნალისტის გაუპატიურების საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე ისევ არ გამოცხადდა.

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩვენების მიცემის ბოლო შანსზეც უარი თქვა. მას ბრალი ჟურნალისტი ქალის, ჯინ ქეროლის გაუპატიურებაში ედება. ქალის მტკიცებით, ტრამპმა ის 1996 წელს გამოსაცვლელ ოთახში გააუპატიურა.

ტრამპმა ჩვენების მიცემის შანსი, რომელიც მას აშშ-ს საოლქო მოსამართლემ, ლუის კაპლანმა მიანიჭა, ხელიდან გაუშვა. ტრამპი ორკვირიან სასამართლო პროცესზე, სადაც ჟურნალისტი ქალი, ჯინ ქეროლი მის წინააღმდეგ აძლევდა ჩვენებებს, არცერთხელ არ გამოჩენილა. ქალი კომპენსაციას და სადამსჯელო ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც მილიონობით დოლარს შეადგენს.

სასამართლო პროცესზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვიდეოჩანაწერებს უყურეს, რომლებშიც ყოფილი პრეზიდენტი კეროლის გაუპატიურებას და საერთოდ, მასთან ნაცნობობასაც უარყოფს.

ხუთშაბათს, მოსამართლე კაპლანმა ტრამპს კიდევ მისცა დრო, რომ ჩვენების მისაცემად სასამართლოში მისულიყო. მიუხედავად ყველაფრისა, ტრამპს კაპლანის მიმართ არ აქვს კარგი დამოკიდებულება. ტრამპმა მოსამართლე საჯაროდ გააკრიტიკა და თქვა, რომ ის მის მიმართ "მტრულად არის განწყობილი".

წყარო: politico

მოამზადა: ანა სიბოშვილმა