ავტორი:

20 წლით უმცროსი მეუღლე, წარუმატებელი პირადი ცხოვრება და დეპრესია სიმაღლის გამო - როგორ ცხოვრობს დღეს ბრაზილიელი მსახიობი, რომელიც მსოფლიომ "კლონიდან" გაიცნო

20 წლით უმცროსი მეუღლე, წარუმატებელი პირადი ცხოვრება და დეპრესია სიმაღლის გამო - როგორ ცხოვრობს დღეს ბრაზილიელი მსახიობი, რომელიც მსოფლიომ "კლონიდან" გაიცნო

59 წლის ბრაზილიელი მსახიობი, პროდიუსერი და ტელეწამყვანი დალტონ ვიგი მსოფლიომ წლების წინ ტელესერიალ "კლონით" გაიცნო, გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. მსახიობი ტელეკომპანია Globo TV-ის მიერ გადაღებულ სერიალში უარყოფით გმირს თამაშობდა, რომელიც მაროკოდან გახლდათ და დაქორწინდა ქალზე, რომელსაც სხვა მამაკაცი უყვარდა. თუმცა მისი გარეგნობის გამო, ქალები ბოლომდე გულგრილი ვერ რჩებოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სერიალის თაყვანისმცელების დიდი ნაწილი მურილიო ბენისიოზე (ლუკასი) იყვნენ შეყვარებულები, სიმპატიური საიდიც არ უჩიოდა საწინააღმდეგო სქესისგან ყურადღებას.

დალტონ ვიგის ბიოგრაფია

სინამდვილეში დალტონ ვიგი რიო-დე-ჟანეიროში დაიბადა, თუმცა სამი წლის ასაკიდან სან პაულოში ცხოვრობდა. მსახიობს სამი ნახევარდა ჰყავს, ერთი დედისგან და ორი მამის მხრიდან.

მისი სრული სახელი და გვარი ასე ჟღერს ლატონ ვიგ დე სოუსა ვალესი. გარდა ბრაზილიურისა, მას აქვს პორტუგალიური და უნგრული ფესვები.

მსახიობობამდე დალტონმა მრავალ პროფესიაში სცადა ბედი: მუშაობდა უცხო ენების მასწავლებლად, იღებდნენ რეკლამებში, პოზიორობდა ფოტოგრაფებისთვის, მაგრამ ყველა ამ საქმიანობასთან ერთად ყოველთვის ახსოვდა, რომ ბავშვობიდან მსახიობობაზე ოცნებობდა.

მაგრამ ოცნებას ახდენა თითქოს არ ეწერა. დალტონი ახლობლებმა და მეგობრებმა დაარწმუნეს, რომ შეეწყვიტა მსახიობობაზე ფიქრი, რადგან საჭირო კავშირების გარეშე წარმატებას მაინც ვერ მიაღწევდა. თუმცა დალტონი დარწმუნებული იყო, რომ ეს იყო მხოლოდ მისი მოწოდება. საბოლოოდ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, როდესაც უკვე 25 წლის იყო, სან პაულოში მდებარე სესილია ელენას დრამატულ სკოლაში ჩააბარა, საიდანაც დაიწყო მისი თეატრალური კარიერა.

ამჟამად დალტონი ბრაზილიაში ცნობილია როგორც ერთ-ერთი პოპულარული ტელეწამყვანი. ტელევიზიით ის ორ გადაცემას უძღვებოდა, პირველი გახლდათ სატელევიზიო თამაში, რომელიც იძულებით დატოვა 2000 წელს ტელენოველაში Vidas Cruzadas გადაღების გამო. მეორე გადაცემა, რომელსაც დალტონ ვიგი უძღვება, მოგზაურობაზეა და გადაცემების უმეტესობა ამერიკულ სტუდია BBC-ის სტუდიაში იწერება, რის გამოც ის იძულებულია ხშირად გაფრინდეს შეერთებულ შტატებში.

დალტონ ვიგის შემოქმედებითი გზა

თავდაპირველად დალტონი სამოყვარულო სპექტაკლებში თამაშობდა. 30 წლის ასაკში, ტელევიზიაში მიიწვიეს, სადაც კინოსტუდიას ხელმძღვანელს ძალიან მოეწონა სიმპატიური და მაღალი (192 სმ) მსახიობი და 1994 წელს დალტონმა პირველი ეპიზოდური როლი შეასრულა სერიალში. გარდა ამისა, პირველად სცადა წამყვანის ამპლუის მორგება.

შემდეგ ვიგმა ითამაშა მრავალ სატელევიზიო სერიალში, მაგრამ ყველაზე ცნობილი როლი, რომელმაც დალტონს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა, რა თქმა უნდა, ეს იყო საიდის როლი სერიალში "კლონი".

სერიალის რეჟისორს ჯეიმ მონჟარდიმს დიდხანს არ მოუწია საიდის შემსრულებლის შერჩევაზე ფიქრი, ის და დალტონი დიდი ხნის მეგობრები იყვნენ და მისი თქმით, ის იდეალური იყო ამ როლისთვის, მაგრამ თავად მსახიობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეჭვი ეპარებოდა, შეეგუებოდა თუ არა საიდის როლს. ცხოვრებაში დალტონი ბუნებით რბილი და მორცხვი ადამიანია, როდესაც სცენარს კითხულობდა, ხვდებოდა, რომ მისი როლი ძალიან მკაცრი ჩანდა, მაგრამ მონჟარდიმ დაარწმუნა მსახიობი, რომ მას შეეძლო საიდის როლს გამკლავებოდა.

„საიდის თამაში ადვილი არ იყო, ის ჩემთვის ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, იყო მსუბუქი სცენები, სადაც შემეძლო ნამუშევრით ტკბობა, მაგრამ იყო ისეთებიც, რის შემდეგაც გულზე მძიმე ტვირთით მოვდიოდი გადასაღები მოედნიდან. ყველაზე რთული ჩემთვის მაროკოში გადაღებების პირველი დღეები იყო. ვერ ვიპოვე საიდი საკუთარ თავში, რომ გამეგო, რა იყო მისი ამოუწურავი მოთმინების მიზეზი. გულში ვგრძნობდი, რომ ჩემს გმირს რაღაც აკლდა. მადლობა რეჟისორ ჯეიმ მონჟარდინს: ის იყო ჩემი მეგზური, მამშვიდებდა და ამბობდა, რომ ყველაფერი გამომივიდოდა.

”ზღაპრული მოგზაურობა იყო მაროკოში. სერიების ნაწილი ქალაქ ფესის ისტორიულ ცენტრში - მედინაში გადავიღეთ, რომელიც მე-8 საუკუნეში აშენდა. ყველაზე მეტად გამაკვირვა ქუჩაში არსებულმა არომატებმა. ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული: საკვების, სანელებლების, ნაგვის, ჰაშიშის, ყავის სუნი - ეს ფანტასტიკურია! გარდა ამისა, სერიალს თითქმის ერთი წელი ვიღებდით და ამ ხნის განმავლობაში ყველა დამიმეგობრდა. ახლა ჩემი საუკეთესო მეგობარია ანტონიო კალონი, იგივე ჩემი სერიალის ძმა მუჰამედი. ჩვენ კლონის გადასაღებ მოედანზე შევხვდით. გადასაღებ მოედანზე ჩვენი ერთობლივი სცენების დროს ხშირად იმდენად შევდიოდით ეშხში იმპროვიზაციის დროს, რომ მთელი ჯგუფი სიცილისგან იატაკზე იწვა“.

2006 წელს დალტონმა ითამაშა ბრაზილიურ სერიალში "წინასწარმეტყველი", სადაც ბოროტმოქმედის, სახელად კლოვისის როლი შეასრულა.

"ამას საჩუქარივით ვუყურებ, რადგან ადვილი არ არის ასეთი პერსონაჟის თამაში. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ კლოვისი დარჩება სერიოზულ ეტაპად ჩემს სამსახიობო ცხოვრებაში, რადგან ის იყო ჩემთვის სამსახიობო სკოლა. ჩემს მეგობრებს ხშირად ვეუბნები, რომ ქუჩაში ხალხი აღარ მიცნობს როგორც საიდს კლონიდან, ახლა მე მათთვის კლოვისი ვარ და ძალიან მაგარია!“

დალტონ ვიგი აგრძელებს კარიერას, როგორც მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი. 2016 წელს მან ითამაშა ფილმში Liberty, Liberty და მონაწილეობდა HBO-ს ერთ-ერთ სერიალში.

დალტონ ვიგის პირადი ცხოვრება

რეალურ ცხოვრებაში მსახიობს ოჯახური ურთიერთობები მალე ენგრეოდა. 2000 წლიდან ის ქორწინებაში გახლდათ მსახიობ მიქაელა გოესთან, მაგრამ 2002 წელს ქალი თავისივე კოლეგაში, მსახიობ ბარბარა პაზიში გაცვალა, რომელთან ერთადაც სპექტაკლში თამაშობდა. შეყვარებულებმა ოფიციალურად იქორწინეს, მაგრამ 2005 წელს მასაც დაშორდა. წარუმატებელი ქორწინების მიზეზად მაშინ დალტონმა პროფესია დაასახელა, მას და ბარბარას როლების გამო დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში მოუწიათ ცხოვრება.

დალტონის მესამე ცოლი კამილა ჩერკესი გახდა, რომელიც მსახიობზე თითქმის ოცი წლით უმცროსია. 2016 წელს ახალგაზრდა ცოლმა 52 წლის დალტონს ტყუპი ვაჟი აჩუქა. ბიჭებს, რომლებიც ორ კილოგრამზე ოდნავ მეტი წონით დაიბადნენ, არტური და დავითი დაარქვეს.

ჟურნალისტების კითხვაზე, რთული იყო თუ არა შვილების გაჩენის შემდეგ კარიერაში დაბრუნება, დალტონმა უპასუხა:

„თავიდან რთული იყო: ყოველ ჯერზე, როცა სახლიდან გავდივართ, ვწუხვართ მათი მიტოვების გამო, მაგრამ ვიცი, რომ ისინი კარგ ხელში არიან და სანამ სცენაზე რეპეტიციას გავდივარ მათ ძიძა, ბებია და ბაბუა მიხედავენ“.

დალტონს უყვარს კარგი ჭამა და ფეხბურთი. მისი საყვარელი გუნდებია ფლუმენენსე (რიო დე ჟანეირო) და სანტოსი (სან პაულო). ის პატივს სცემს იაპონურ სამზარეულოს, ასევე უყვარს ქაბაბი, პიცა და ბრაზილიური ეროვნული კერძი ფეიხოადა.

"ჩემი ნაკლი არის ის, რომ ძალიან მაღალი ვარ. ეს იზიდავს ქალ თაყვანისმცემლებს, მაგრამ ძალიან რთულია ლამაზი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის პოვნა! თეატრში, კინოში ან ტრანსპორტში კომფორტულად ჯდომა შეუძლებელია. საზოგადოებაში ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხარ. ყველაზე ცუდი კი ცეკვაა. სკოლაში სწავლისას გოგონები უარს ამბობდნენ ჩემთან ერთად ვალსის ცეკვაზე, ამბობდნენ, რომ ძალიან გრძელი ვიყავი. ამის გამო, დეპრესიაშიც კი ჩავვარდი. ვოცნებობდი, რომ აღარ გავზრდილიყავი“.

წაიკითხეთ ასევე: