ავტორი:

"უკრაინელებმა ოთხი მიმართულებით მტრის 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს" - უახლესი ცნობები უკრაინიდან: რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე

"უკრაინელებმა ოთხი მიმართულებით მტრის 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს" - უახლესი ცნობები უკრაინიდან: რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე

უკრაინელმა მებრძოლებმა, გასული დღის განმავლობაში, ფრონტის ოთხი მიმართულებით - ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით - მოწინააღმდეგის 42 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ბახმუტისა და მარინკას მიდამოებში ურთულესი ვითარებაა.

"ბახმუტის მიმართულებით, რუსები აქტიურად, მაგრამ წარუმატებლად უტევდნენ ივანოვსკოეს დასახლებასა და ქალაქ ჩასოვ-იარის მიმართულებით, რომლებზეც გადის უკრაინული ჯარების ძირითადი მარშრუტები ბახმუტში. მარინკას მიმართულებით, უკრაინელმა მებრძოლებმა ქალაქ მარინკაზე განხორციელებული ბევრი თავდასხმა მოიგერიეს.

ლიმანის მიმართულებით, მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული იყო სოფელ ბელოგოროვკაზე შეტევის განხორციელებაზე. ავდიივკას მიმართულებით, ოკუპანტები თავს დაესხნენ თავად ქალაქს, ასევე სოფელ პერვომაისკოეს, მაგრამ უშედეგოდ“, - აცხადებენ გენშტაბში.