ავტორი:

პოლონეთმა უკრაინას "მიგ-29“-ის ტიპის 10 გამანადგურებელი გადასცა

პოლონეთმა უკრაინას "მიგ-29“-ის ტიპის 10 გამანადგურებელი გადასცა

პოლონეთმა უკრაინას, დღემდე, „მიგ-29“-ის ტიპის 10 საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა, - გამოცემა Defence24-ის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა კანადაში ვიზიტის დროს განაცხადა.

”ჩვენ უკრაინას 10 „მიგ-29“ მივაწოდეთ“, - აღნიშნა ბლაშჩაკმა.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით კანადაში იმყოფება. მედიის ინფორმაციით, კანადის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე მარიუშ ბლაშჩაკმა და ანიტა ანანდმა უკრაინის შემდგომ მხარდაჭერა და ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლების საკითხები განიხილეს.

შეგახსენებთ, მარტში პოლონეთი და სლოვაკეთი უკრაინისთვის „მიგ-29“-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე შეთანხმდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 13 გამანადგურებელი სლოვაკეთს უნდა მიეწოდებინა. პირველი თვითმფრინავები სლოვაკეთიდან უკრაინაში მარტის ბოლოს გააგზავნეს. აპრილის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა უკრაინას პირველი 4 დაპირებული „მიგ-29“ გადასცა.