ავტორი:

ვლადიმერ პუტინი წითელ მოედანზე გაძლიერებული დაცვის თანხლებით მივიდა - პირველი კადრები

ვლადიმერ პუტინი წითელ მოედანზე გაძლიერებული დაცვის თანხლებით მივიდა - პირველი კადრები

ვლადიმერ პუტინი წითელ მოედანზე მივიდა. “გამარჯვების დღის აღსანიშნავ აღლუმზე პუტინი უცხოელ სტუმრებთან ერთად მივიდა“, - წერს რუსული მედია.

მათივე ცნობით, დღეს მოსკოვში ჩავიდნენ სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის ლიდერები.

როგორც ვიდეოზე ხედავთ, რუსეთის დიქტატორი გაძლიერებული დაცვის თანხლებითაა. ის თავდაპირველად ვეტერანებთან მივიდა და მიესალმა. როგორც ცნობილია, უნდა მოეწყოს საჩვენებელი აღლუმი. გამოიტანენ სამხედრო აღჭურვილობას, ტექნიკას, ჩაივლის ჯარი.

ნახეთ ვიდეო: