ავტორი:

"რუსეთმა ბახმუტის დაპყრობა ვერ შეძლო, რაც 9 მაისისთვის სურდა" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"რუსეთმა ბახმუტის დაპყრობა ვერ შეძლო, რაც 9 მაისისთვის სურდა" - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთმა ვერ შეძლო ქალაქ ბახმუტის 9 მაისამდე აღება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მათ ვერ შეძლეს ბახმუტის დაპყრობა. ეს იყო ბოლო მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია, რომლის დასრულებაც მათ ცხრა მაისისთვის სურდათ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად ქალაქი ბახმუტი მთლიანად განადგურებულია.

"სამწუხაროდ, ქალაქი აღარ არსებობს. ყველაფერი მთლიანად განადგურებულია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საბრძოლო მასალა, რომლის მიწოდებასაც ევროკავშირი უკრაინას დაჰპირდა, ბრძოლის ველზე უკვე საჭიროა და მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ.

"უკრაინა ყოველდღიურად ავლენს რუსული აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვის ეფექტურობას. ყოველი ჩამოგდებული ტერორისტების რაკეტა, ჩვენი მეომრების ყველა წარმატება იმის მტკიცებულებაა, რომ ჩვენ შეგვიძლია აგრესორზე გამარჯვება. მთავარია ჩვენი შესაძლებლობების პროპორციულობა იმ შესაძლებლობებთან, რაც აგრესორს აქვს და ამ კონტექსტში, მე მადლობა გადავუხადე ურსულა ფონ დერ ლაიენს იმისთვის, რომ ევროკავშირი მზადაა, მიაწოდოს უკრაინას ეს ძლიერ საჭირო საბრძოლო მასალა, ერთი მილიარდი საარტილერიო ჭურვი. ასევე განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, ამ საბრძოლო მასალის შესყიდვისა და მიწოდების სისწრაფე, რადგან ისინი ბრძოლის ველზე უკვე საჭიროა“, - განაცხადა ზელენსკიმ.