ბელორუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო კრემლში გამართულ სამუშაო საუზმეს არ დაესწრო, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა გამარჯვების დღეს მოსკოვში ჩასული დსთ-ს ქვეყნების ლიდერებისთვის გამართა. ამაზე ყურადღება ბელორუსმა ჟურნალისტებმა გაამახვილეს.
ასევე, „რადიო თავისუფლების“ ბელარუსული სამსახურის ცნობით, ლუკაშენკომ წითელ მოედანზე ტრიბუნიდან რამდენიმე ასეული მეტრი ალექსანდრეს ბაღში უცნობი ჯარისკაცის საფლავამდე, ვლადიმერ პუტინისა და სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ავტომანქანით გაიარა.
გავრცელებული ინფორმაციით, მას მარჯვენა ხელიც ჰქონდა შეხვეული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური დეტალები არ ვრცელდება.
ცნობისთვის, 9 მაისის აღლუმზე მოსკოვში დსთ-ს ქვეყნების შვიდი ლიდერი ჩავიდა - ლუკაშენკოს გარდა, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები, ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრი.
მათი ჩასვლის შესახებ მხოლოდ წინა დღეს გახდა ცნობილი. მათ ერთობლივი განცხადებები არ გაუკეთებიათ. პუტინმა აღლუმზე გამოსვლისას მადლობა გადაუხადა მოსკოვში ჩასულ ლიდერებს.
წაიკითხეთ ასევე: