ავტორი:

რობერტ დე ნირო 79 წლის ასაკში მეშვიდე შვილის მამა გახდა

რობერტ დე ნირო 79 წლის ასაკში მეშვიდე შვილის მამა გახდა

ჰოლივუდის ვარსკვლავი რობერტ დე ნირო 79 წლის ასაკში მეშვიდე შვილის მამა გახდა. მსახიობმა ამის შესახებ ET Canada-სთან საუბარში განაცხადა. მან ილაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ ხედავს მშობლის როლს შვილთან მიმართებაში და განაცხადა, რომ ბავშვებთან ურთიერთობისთვის რაიმე მზა რეცეპტი არ არსებობს.

"არ მიყვარს კანონის და მსგავსი რამის დაწესება. მაგრამ, [ზოგჯერ] უბრალოდ, არჩევანი არ გაქვს", - თქვა დე ნირომ.

"და ნებისმიერი მშობელი, ვფიქრობ, იტყვის იგივეს. ყოველთვის გვინდა, რომ სწორად მოვიქცეთ ბავშვების წინაშე, მაგრამ ზოგჯერ ამას ვერ ვახერხებთ," - დასძინა მსახიობმა.