ავტორი:

"წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის ეს ქალი" - ტრამპი სექსუალური შევიწროების საქმეში დამნაშავედ ცნეს: აშშ-ის ექსპრეზიდენტი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს

"წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის ეს ქალი" - ტრამპი სექსუალური შევიწროების საქმეში დამნაშავედ ცნეს: აშშ-ის ექსპრეზიდენტი  განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს

დონალდ ტრამპი Fox News Digital-ს უცხადებს, რომ ის ჯინ კეროლის გაუპატიურების საქმეზე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ირწმუნება, რომ "აბსოლუტურად არ აქვს წარმოდგენა, ვინ არის ის", ხოლო განაჩენს სამარცხვინოს უწოდებს. ასევე დასძენს, რომ ეს ისტორიაში ყველაზე დიდი პოლიტიკური ნადირობაა.

ნიუ-იორკის ფედერალური სასამართლოს ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით, 1996 წელს ტრამპმა სექსუალურად შეავიწროვა კეროლი ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის გასახდელ ოთახში და მას დაახლოებით, 2 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ასევე, ნაფიცმა მსაჯულებმა საფუძვლიანად ცნეს კეროლის სარჩელი, რომელიც ტრამპს ცილისწამებაში ადანაშაულებდა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს კომპენსაციის სახით კიდევ 3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს.

ტრამპმა განაჩენის გამოტანიდან მალევე, Fox News-თან ინტერვიუში თქვა, რომ ის ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს: "გავასაჩივრებთ. კლინტონის მიერ დანიშნული მოსამართლე ძალიან ცუდად მოგვექცა და კეროლიც კლინტონის ადამიანია. წარმოდგენა არ მაქვს, ვინაა ეს ქალი".

ტრამპის ადვოკატმა, ჯო ტაკოპინამ ორშაბათს ნაფიც მსაჯულებს განუცხადა, რომ კეროლის ამბავი დაუჯერებელია და დაიწყო მტკიცება, რომ კეროლმა საჩივარი 2019 წლის მემუარების გასაყიდად შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ კეროლმა ტრამპი გაუპატიურებაში 2019 წელს დაადანაშაულა, ჯერ კიდევ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, თუმცა საქმის განხილვა მხოლოდ 2023 წლის აპრილში დაიწყო. ტრამპი ერთხელაც არ გამოჩენილა სასამართლოში.

წყარო: foxnews

მოამზადა: ანა სიბოშვილმა