ავტორი:

"მორიგი რუსული პროვოკაცია!... მიუღებელია" - როგორ ეხმაურება პრეზიდენტი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას

"მორიგი რუსული პროვოკაცია!... მიუღებელია" - როგორ ეხმაურება პრეზიდენტი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ეხმაურება. პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება "მორიგი რუსული პროვოკაციაა".

"მორიგი რუსული პროვოკაცია! საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია!" - წერს ზურაბიშვილი "ტვიტერზე".

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2023 წლის 15 მაისიდან გაუქმდება. განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე მოაწერა.

ასევე იხილეთ: