ავტორი:

"ვუშვებ მომავალში საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას" - სერგეი გავრილოვი სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენაზე

"ვუშვებ მომავალში საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას" - სერგეი გავრილოვი სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენაზე

"საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების და პირდაპირი ფრენების გადაწყვეტილება თბილისს სარგებელს მოუტანს. ეს არის რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე ქვეყნის ხელმძღვანელობის უარის შედეგი". შესაბამისი განცხადება რუსულ გამოცემა Life.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა გააკეთა.

"ათასობით ქართველს ეს სურდა, რადგან ეს ხელს უწყობს ტურისტული კონტაქტებისა და ახალგაზრდების გაცვლის პროცესის გაფართოებას, ვაჭრობის პროცედურების გამარტივებას, არაერთი საინვესტიციო პროექტის განბლოკვას, რომელთა განხორციელება დააკავშირებს რუსეთსა და საქართველოს "ჩრდილოეთი-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში, გააძლიერებს ევრაზიის ინფრასტრუქტურული დერეფნების ქსელს“ , - განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

გავრილოვი ამბობს, რომ თავად საქართველოში ჩამოსვლას ჯერ არ გეგმავს, მაგრამ მოსკოვში ელოდება თავის ქართველ კოლეგებს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან.

"თუმცა, ვუშვებ მომავალში საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას, რათა მოვინახულო ჩემი წინაპრების საფლავები, რომლებიც იცავდნენ ჩვენს ქვეყანას დიდი სამამულო ომის დროს“, - დასძინა გავრილოვმა.