ავტორი:

"ვისაც მიფარჩაკებული პუტინის გადაწყვეტილება გიხარიათ,  ექსკურსიაზე გაგიშვებდით შოიგუს მშობლიურ ქალაქ კიზილში... ჰაიდა ტუვაში და კიზილში" - ალეკო ელისაშვილი

"ვისაც მიფარჩაკებული პუტინის გადაწყვეტილება გიხარიათ,  ექსკურსიაზე გაგიშვებდით შოიგუს მშობლიურ ქალაქ კიზილში... ჰაიდა ტუვაში და კიზილში" - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეებისთვის" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი რუსეთის მიერ საქართველოსთან ავიარეისების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას ეხმიანება. ელისაშვილი მიინევს, რომ "ღირსეული მთავრობა პუტინის პასუხად უარს იტყოდა რუსეთიდან თვითმფრინავების პირდაპირ რეისებზე".

"ქვეყნის ღირსეული მთავრობა პუტინის პასუხად უარს იტყოდა რუსეთიდან თვითმფრინავების პირდაპირ რეისებზე და სავიზო რეჟიმს დაუწესებდა რუსეთის მოქალაქეებს! ეს იქნებოდა სწორი, ადეკვატური და ღირსეული პასუხი! მთავრობა გვყავს და აბა ღირსება სადაა?

P.S. ვისაც მიფარჩაკებული პუტინის ეს გადაწყვეტილება გიხარიათ სიამოვნებით შეგკრებდით და ექსკურსიაზე გაგიშვებდით სერგეი შოიგუს მშობლიურ ქალაქ კიზილში, ტუვას რესპუბლიკაში.

რა გინდათ თქვენ პარიზში, ბერლინში და ლონდონში - ჰაიდა ტუვაში და კიზილში,. რავიცი იქნება ხანტი მანტიინსკის ნახვაზეც ბავშვობიდან ოცნებობდით?", - წერს ელისაშვილი.