ავტორი:

სანა მარინი ქმარს დაშორდა - რას წერს ფინეთის პრემიერ-მინისტრი პირად ცხოვრებაზე

სანა მარინი ქმარს დაშორდა - რას წერს ფინეთის პრემიერ-მინისტრი პირად ცხოვრებაზე

ფინეთის პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი, რომელიც ამ თანამდებობას ოფიციალურად მალე დატოვებს (შემოდგომაზე) ამბობს, რომ ქმარს, მარკუს რაიკონენს დაშორდა.

წყვილმა დაშორების შესახებ ოფიციალური განცხადება "ინსტაგრამის“ გვერდზე გაავრცელა.

ისინი ბავშვობიდან ერთად მოდიან, მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა, ოფიციალურად კი 2020 წელს დაქორწინდნენ. ჰყავთ ხუთი წლის გოგონა.

"მადლიერები ვართ ერთად გატარებული წლებისა და ჩვენი საყვარელი გოგონას გამო. ჩვენ ვრჩებით საუკეთესო მეგობრებად“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცნობისთვის სანა მარინი ფინეთის პრემიერ მინისტრი 2019 წელს გახდა და მაშინ ის მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი იყო. მარინმა თავისი გაწყვატილებების გამო მალევე მოიპოვა პოპულარობა და მის სახელს ხშირად ახსენენენ კოვიდ პანდემიის სწორად მართვის კონტექსტში.

ღიად უჭერდა მხარს უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ და სწორედ მისი პრემიერობის დროს გახდა ფინეთი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი. 2023 წლის საპარლამენტო არჩევნებში სანა მარინის პარტია დამარცხდა.

სანას პოლიტიკურ ცხოვრებას თან ახლდა სკანდალებიც, რომელიც ექსპრემიერის წვეულებისადმი სიყვარულს უკავშირდებოდა.