ავტორი:

პრინცი ჰარი მიიჩნევს, რომ ყოფილ შეყვარებულს ჟურნალისტებმა დააშორეს - მორიგი დრამის დეტალები

პრინცი ჰარი მიიჩნევს, რომ ყოფილ შეყვარებულს ჟურნალისტებმა დააშორეს - მორიგი დრამის დეტალები

პრინცი ჰარი ამბობს, რომ ყოფილ შეყვარებულს, ჩელსი დავისს პირად ცხოვრებაში ჟურნალისტების ჩარევის გამო დაშორდა და რომ ჩელსი ჟურნალისტების მხრიდან შევიწროების მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია იძებნება იმ იურიდიულ დოკუმენტებში, რომელიც შეეხება პოპულარული ადამიანების დავას Mirror Group Newspaper-ის წინააღმდეგ.

დოკუმენტების მიხედვით, სწორედ ამ მიზეზით თქვა გოგონამ უარი, სამეფო ცხოვრებაზე. ჩელსი დავის და პრინცს ურთიერთობა 2004-2010 წლებში ჰქონდათ. ამ დროის განმავლობაში ისინი რამდენჯერმე დაშორდნენ და შერიგდნენ.

პრინცის და მისი შეყვარებული გოგონას შევიწროების მაგალითად იურისტებს მოჰყავთ შემთხვევა, როცა ჟურნალისტებმა იმავე სასტუმროში დაჯავშნეს ნომერი, სადაც წყვილი ისვენებდა. ჰარიმ და ჩელსიმ ბაზარუტოს სასტუმროში, მოზამბიკის სანაპიროზე მდებარე პატარა კუნძულზე იქირავეს ნომერი, რათა მშვიდად და განმარტოებით დაესვენათ.

ადვოკატები აცხადებენ, რომ 2007-2009 წლებში ჟურნალისტები ჩელსის ტელეფონის ხმოვან შეტყობინებებს უსმენდნენ.

ამ შემთხვევამ "საშინლად ააფორიაქა“ სასექსის ჰერცოგი და არა მხოლოდ თავისი, არამედ ყველა ახლობელი ადამიანის უსაფრთხოებაზე ღელავდა. ჰარის თქმით, მომდევნო ურთიერთობებშიც ხშირად ჰქონდა შფოთვები იმის გამო რომ მუდმივად ვიღაც უთვალთვალებდა.

არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტები ჰარისთან დაახლოებული 30 ადამიანის ხმოვან შეტყობინებებს უსმენდნენ. როგორც BBC-ი წერს, ამ საქმეზე პრინცი ჩვენებას, სავარაუდოდ, ივნისში მისცემს.

გამომცემლობა ბრალდებას არ აღიარებს, თუმცა "ინფორმაციის შეგროვების ცალკეული უკანონო შემთხვევებისთვის" ბოდიშს იხდის.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა