ავტორი:

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში ambebi.ge -ს დაუდასტურეს.

"უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. განხორციელდება შესაბამისი პროცედურები", - აცხადებენ უწყებაში.

უკრაინაში მებრძოლი ქართველების ინფორმაციით, დაღუპული უცხოურ ლეგიონში მსახურობდა, ამასთან, აღნიშნავენ, რომ დაჭრილია კიდევ ერთი მებრძოლი.

2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში სულ 44 ქართველი მებრძოლია დაღუპული.