ავტორი:

რუსეთში, ბრიანსკის ოლქს დრონებმა შეუტიეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ოლქის გუბერნატორი

რუსეთში, ბრიანსკის ოლქს დრონებმა შეუტიეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ოლქის გუბერნატორი

რუსეთის ბრიანსკის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი ალექსანდ ბოგომაზი "ტელეგრამის" გვერდზე ავრცელებს.

როგორც ბოგომაზი წერს, დრონები უკრაინული იყო. მათ იერიში მიიტანეს "როსნეფტის" ნავთობის საცავზე. გუბერნატორის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ბეტონის გზა და ნავთობის შესანახი ავზი.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბოგომაზის ცნობით, დრონებით შეტევა იყო ასევე ქალაქ სტაროდუბის ადმინისტრაციულ შენობაზე. ეს შეტევაც მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

ცნობისთვის, რუსეთის ბრიანსკის ოლქი უკრაინის სუმის და ჩერნიგოვის ოლქებს ესაზღვრება.