ავტორი:

ძლიერი აფეთქება მილანის ცენტრში - არიან დაშავებულები (ვიდეო)

ძლიერი აფეთქება მილანის ცენტრში - არიან დაშავებულები (ვიდეო)

მილანის ცენტრში ძლიერი აფეთქება იყო. მედიის ინფორმაციით, იწვის მანქანები. როგორც იტალიური გამოცემა La Repubblica იტყობინება, თავდაპირველად აფეთქდა მანქანა, სადაც ჟანგბადის ბალონები იყო რის შემდეგაც, აფეთქებები დომინოს პრინციპით გაგრძელდა.

ვრცელდება ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე მანქანა ცეცხლშია გახვეული.

მედიის ინფორმაციით, ხანძარი ახლომდებარე ბინებსა და სხვა შენობებზეც გავრცელდა. მათივე ცნობით, არიან დაშავებულები, თუმცა დამატებით დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ახლომდებარე სკოლიდან და მოხუცთა თავშესაფრიდან ადამიანები ევაკუირებულნი არიან.

ნახეთ ვიდეო: