ლაშა ბექაურმა მსოფლიო ჩემპიონატზე რუსი მეტოქე დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.
"რუსი დამარცხებულია - ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია. ბექაურს ნახევარფინალში იაპონელი მეტოქე - სანშირო მურაო ეყოლება" - ვკითხულობთ ფედერაციის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.