ავტორი:

"განსხვავებული რეაქცია იყო თბილისისგან: უარყოფითიც და თავშეკავებულიც" - პესკოვი სავიზო რეჟიმის მოხსნასა და ფრენების აღდგენაზე

"განსხვავებული რეაქცია იყო თბილისისგან: უარყოფითიც და თავშეკავებულიც" - პესკოვი სავიზო რეჟიმის მოხსნასა და ფრენების აღდგენაზე

რუსეთი დათანხმდა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას ორი ქვეყნის მოქალაქეების, ბიზნესისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნის საპასუხოდ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"ეს არის ჰუმანიტარული გადაწყვეტილება. რუსეთის ხელისუფლება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იღებდა მიმართვას ორივე ქვეყნის მოქალაქეებისგან, ორივე ქვეყნის მეწარმეებისგან, საზოგადოებრივი ასოციაციების, სამეცნიერო წრეებისგან, კულტურის მოღვაწეებისგან, რომლებიც ითხოვდნენ ამ გადაწყვეტილებების მიღებას და სწორედ ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე გაკეთდა ეს“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აფასებს ქართველი პოლიტიკოსების, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც მკვეთრად გამოეხმაურა სავიზო რეჟიმის გაუქმებას, კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „გუშინ განსხვავებული რეაქცია იყო თბილისისგან: იყო ორივე - უარყოფითი, იყო ასევე თავშეკავებული“.

პესკოვს ასევე ჰკითხეს, შეიძლება თუ არა სავიზო რეჟიმის გაუქმება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინაპირობად ჩაითვალოს, რაზეც მან უპასუხა, რომ ჯერ-ჯერობით, ამ თემაზე კომენტარისგან თავს იკავებს.