ავტორი:

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი გარდაბანში მომხდარ მძიმე დანაშაულზე: მამის მკვლელობაში ბრალდებულია მისი 20 წლის ვაჟი

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი გარდაბანში მომხდარ მძიმე დანაშაულზე: მამის მკვლელობაში ბრალდებულია მისი 20 წლის ვაჟი

გუშინ, 11 მაისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში შემზარავი მკვლელობა მოხდა - მამის მკვლელობაში შვილია ბრალდებული.

როგორც თანასოფლელები ამბობენ, მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღოდა.

მკვლელობაში ბრალდებული 20 წლის ახალგაზრდა სამართალდამცავებმა გუშინვე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულს 11 პრიმა 109-ე მუხლი აქვს წაყენებული (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაული).

ambebi.ge-ს წყარო უყვება:

"მოკლული მამაკაცი 50 წლის იყო, შვილი - 20-ის. კობახიძეების ოჯახი ადრე სხვაგან ცხოვრობდა და ახალი გადმოსულია ახალსოფელში. მამას პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა, ხშირად სვამდა და ოჯახის წევრებთან მუდმივად კონფლიქტი ჰქონდა, მეზობლები ხშირად აშველებდნენ ხოლმე. მამაკაცი გუშინ გასვენებაში იყო (მათ მოპირდაპირე სახლში), შინდაბრუნებულს შვილთან შელაპარაკება და კონფლიქტი მოუვიდა. 20 წლის ბიჭი იმ ზომამდე მიიყვანა, მამა გაიმეტა და დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა“.