ავტორი:

"ექსკურსია აკრძალულია?!.. ექსკურსიაზე ვართ და აღვნიშნავთ მოსამართლეთა დღეს..." - "მურუსიძე და კამპანია" გორში კორპორაციულ წვეულებას მართავს

"ექსკურსია აკრძალულია?!.. ექსკურსიაზე ვართ და აღვნიშნავთ მოსამართლეთა დღეს..." - "მურუსიძე და კამპანია" გორში კორპორაციულ წვეულებას მართავს

გორში, რესტორან "ნაჭარმაგევში" მოსამართლეების კორპორაციული წვეულება იმართება, ამის თაობაზე ინფორმაცია "მთავარმა არხმა" გაავრცელა. მათივე ცნობით, მოსამართლეთა ნაწილი გორში ავტობუსებით ჩავიდა, ნაწილი - პირადი ავტომობილით. ისინი "მოსამართლეთა დღეს" აღნიშნავენ, რომელიც 15 მაისს არის. მათ შორის არის ლევან მურუსიძეც, რომელსაც აშშ-მა სავიზო სანქცია დაუწესა.

"15 მაისი მოდის, ორშაბათი დღეა - მოსამართლის დღეა ამიტომ მოსამართლეები გამოვედით..." - განაცხადა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ და ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ.

"ექსკურსია აკრძალულია?!.. ექსკურსიაზე ვართ და აღვნიშნავთ მოსამართლეთა დღეს..." - უთხრა "მთავარი არხის" ჟურნალისტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძემ.