ავტორი:

"ყველამ თავი უნდა შეიკავოს ზედმეტი განცხადებებისგან, მით უმეტეს, როცა იციან, რომ ჩასაფრებული ჰყავთ ანგაჟირებული მედია" - ვოლსკი

"ყველამ თავი უნდა შეიკავოს ზედმეტი განცხადებებისგან, მით უმეტეს, როცა იციან, რომ ჩასაფრებული ჰყავთ ანგაჟირებული მედია" - ვოლსკი

ყველამ განცხადებისგან თავი უნდა შეიკავოს, ზედმეტი განცხადებებისგან, მით უმეტეს, როცა იციან, რომ ჩასაფრებული ჰყავთ პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიის წარმომადგენლები, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას, სანქცირებული მოსამართლის ლევან მურუსიძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქართულმა სასამართლომ კვლავ დაიმსახუროს საერთაშორისო დონეზე მაღალი შეფასებები, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

"მე არც ერთი ცალკეული მოსამართლის არც ადვოკატი ვარ და არც პროკურორი. ჩემთვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს, რომ სასამართლო ფასდებოდეს იმავე კრიტერიუმებით და იმავე დონეზე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა - საერთაშორისო დონეზე საქართველოს სასამართლო არის ცნობილი, როგორც ევროპული სტანდარტით ერთ-ერთი მოწინავე.

ამის იქით, ვინმე ნასვამია თუ ფხიზელია და განცხადებებს აკეთებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ჩემთვის პირადად ნაკლებად საინტერესოა. ისე, ყველამ განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს, ზედმეტი განცხადებებისგან, მით უმეტეს, როცა იციან, რომ ჩასაფრებული ჰყავთ პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიის წარმომადგენლები“,- განაცხადა ვოლსკიმ.

წაიკითხეთ ასევე: