ავტორი:

"ქართველობა რთულია და მიხარია თუ ჩემი საქმით შემიძლია ვიქართველო... ვიომებ იქ, სადაც ჩემს სამშობლოს დავჭირდები" - ლაშა ბექაური

"ქართველობა რთულია და მიხარია თუ ჩემი საქმით შემიძლია ვიქართველო... ვიომებ იქ, სადაც ჩემს სამშობლოს დავჭირდები" - ლაშა ბექაური

"ვიომებ იქ, სადაც ჩემს სამშობლოს დავჭირდები", - ამის შესახებ ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა ბექაური "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს.

"მე იმ 300-ის შთამომავალი ვარ! საქართველოს შვილი, იმ გმირი წინაპრების სისხლი ჩემშია. ვგრძნობ, ვგრძნობ, რომ საქართველო ჩემშია და ყოველ წამს ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველად დავიბადე, ამისთვის უდიდესი მადლობა უფალს!

უდიდესი მადლობა ქართველ ხალხს, უდიდესი მადლობა ჩემს გულწფელ გულშემატკივარს, მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებაც და დამარცხებაც ყველაფერი ეს ღმერთის ნება იყო.

მადლობა ღმერთს ქართული იყო ფინალი, და მადლობა ღმერთს დღე ქართული ჰიმნით დასრულდა. ძლიერი მაშინ ვიქნები თუ უფრო ძლიერი ვიქნები ხვალ! და შევძლებ მივიღო მარცხი ისე ვაჟკაცურად როგორც გამარჯვება.

ქართველობა რთულია და მიხარია, თუ ჩემი საქმით შემიძლია ვიქართველო, შემიძლია სიხარულის ცრემლებით გატიროთ და სახეზე თუნდაც რამოდენიმე წამით ღიმილი მოგანიჭოთ.

მიყვარხართ! მიყვარხართ! მიყვარხართ! ვიომებ იქ, სადაც ჩემს სამშობლოს დავჭირდები და კიდევ ერთხელ მიყვარხართ!

მადლობა უფალს იმისთვის, რომ მომცა ის, რითიც შემიძლია ჩემი სამშობლო ვაამაყო და ჩემებმა იცოდნენ, რომ მათ ყავთ ლაშა ბექაური პატარა და "ყველაზე დიდი ქვეყნიდან", რომელიც მსოფლიოს აზანზარებს", - წერს სპორტსმენი.

ინფორმაციისთვის, კატარში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული ფინალი იყო, სადაც ერთმანეთს ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე დაუპირისპირდნენ. გამარჯვება და ქოროს მედალი ლუკამ მოიპოვა, ბექაური კი ვერცხლის პრიზიორი გახდა. ცნობისთვის, ლაშას მსოფლიო ჩემპიონატი ერთხელ უკვე მოგებული აქვს.