ავტორი:

14 მაისის დილა უშგულში - რა ფოტოები ვრცელდება სოციალურ ქსელში

14 მაისის დილა უშგულში - რა ფოტოები ვრცელდება სოციალურ ქსელში

სოციალურ ქსელში დათოვლილილი უშგულიდან ფოტოები ვრცელდება.

კადრებს ფეისბუქ გვერდი Ushguli ავრცელებს. "14 მაისის დილა, უშგული", - ვკიხულობთ ფოტოების აღწერაში.

ცნობისთვის, 14 მაისის ჩათვლით საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა იქნება.

"მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქეყნებულ ინფორმაციაში.