ავტორი:

"ყველაფერს ფულით ვერ იყიდი, მაგრამ კონკრეტულად თაკოს, იმდენჯერ, რამდენჯერაც ვინმე ოლიგაქრსა თუ "მოოლიგარქოს" მოუნდება" - რას წერს ნიკა მელია

"ყველაფერს ფულით ვერ იყიდი, მაგრამ კონკრეტულად თაკოს, იმდენჯერ, რამდენჯერაც ვინმე ოლიგაქრსა თუ "მოოლიგარქოს" მოუნდება" - რას წერს ნიკა მელია

ოპოზიციოერი პოლიტიკოსი, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ თაკო ჩარკვიანი "გადაიქცა ჯერ მხოლოდ ვანო მერაბიშვილის და ბოლო პერიოდში კეზერაშვილის ხმად ტელევიზიებში".

"ადამიანი რომელიც არის პარლამენტში და არავის წარმოადგენს გარდა კონკრეტული ადამიანების რუპორისა და ჩვენამდე მოაქვს ხმა ჩრდილისა და წარსულის სიღრმიდან.

თაკო ჩარკვიანი, რომელზეც არასდროს დავწერდი სტატუსს, საკუთარ თავს მაინც რომ წარმოადგენდეს პოლიტიკურ თუ საჯარო სივრცეში. ის ბოლო 1 წელიწადია გადაიქცა ჯერ მხოლოდ ვანო მერაბიშვილის და ბოლო პერიოდში კეზერაშვილის ხმად ტელევიზიებში და ერთ-ერთი "დამოუკიდებელი" არხის "ექსკლუზიური" ინფორმაციის წყაროდ.

"ექსკლუზიურად" თითო სიუჟეტში ორჯერ მოხვედრის უფლებით. პოლიტიკა საჯარო საქმეა, პასუხისმგებლობა სიმართლე და ღირსება აქ ბრძოლის მთავარი იარაღია....თანმიმდევრულობა კი მიზნის მიღწევისკენ მიმავალი სწორი მაგრამ რთული გზა.

მხოლოდ სწორი ადამიანების მართალი ბრძოლით აუცილებლად დამარცხდება ოლიგარქი და ყველა ჩრდილოვანი მმართველი, მათი "რუპორეპისათვის" კი პოლიტიკურ სივრცეში არც ადგილი დარჩება და არც დეპუტატის მანდატი", - წერს ნიკა მელია "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

  • თუმცა მხოლოდ ეს არ არის, ნიკა მელია პოსტის ქვეშ კომენტარსაც წერს:

"მატერიალური სიკეთეების სიყვარული ბევრს გათქმევინებს ადამიანს. ყველაფერს ფულით ვერ იყიდი, მაგრამ კონკრეტულად თაკოს, იმდენჯერ რამდენჯერაც ვინმე ოლიგაქრსა თუ "მოოლიგარქოს" მოუნდება...."