ავტორი:

თურქეთში, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება: ხმების 97.77%-ის დათვლის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, 50 პროცენტზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო

თურქეთში, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება:  ხმების 97.77%-ის დათვლის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, 50 პროცენტზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო

HaberTurk-ის ინფორმაციით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.77 პროცენტის დათვლის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხმების 49.34 პროცენტით ლიდერობს, მის კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი - 44.98 პროცენტი აქვს.

რაც შეეხება პრეზიდენტობის მესამე კანდიდატს, სინან ოგანს,წინასწარი ინფორმაციით, მან ამომრჩევლების ხმების 5.24 პროცენტი მიიღო.

ცნობისათვის, თუკი ხმების 50 პროცენტზე მეტს ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს, ქეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

ამასთან, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ერდოღანის "სახალხო ალიანსი“ ხმების 49.31 პროცენტით ლიდერობს, ოპოზიციის "ეროვნულმა ალიანსმა“ კი ამომრჩევლების ხმების 35.21 პროცენტი მიიღო. დათვლილია ხმების 97.67 პროცენტი.