ავტორი:

ბავშვის ნაცვლად ნარკოტიკი - სამხრეთ კაროლინაში "ცრუ ორსული" დააპატიმრეს, რომელსაც კოკაინი "მუცლით" გადაჰქონდა

ბავშვის ნაცვლად ნარკოტიკი - სამხრეთ კაროლინაში "ცრუ ორსული" დააპატიმრეს, რომელსაც კოკაინი "მუცლით" გადაჰქონდა

სამხრეთ კაროლინაში წყვილს კილონახევარი კოკაინით ვაჭრობაში ედება ბრალი. ამ ამბავში საინტერესო ის არის, რომ დაპატიმრებული ქალი ნარკოტიკების გადასატანად ორსულობას იგონებდა და კოკაინს რეზინის მუცელში მალავდა.

ანდერსონის ოლქის შერიფის ოფისმა განაცხადა, რომ ენტონი მილერი და სიმეკა მიტჩემი პატრულირების დროს დააკავეს. ისინი ნახეს უბანში, სადაც ხშირად ფიქსირდება ნარკოტიკებით ვაჭრობის ფაქტები. პოლიციელები მაშინ დაეჭვდნენ წყვილში, როცა ქალისთვის დასმულ კითხვაზე, როდის უწევდა მშობიარობა, არც ისე დამაჯერებელი პასუხი მიიღეს. როცა მიტჩემი მიხვდა, რომ მისი მონაყოლი სამართალდამცავებს არ სჯეროდათ, მანქანიდან გადავიდა და გაქცევა სცადა. სირბილისას მას რეზინის მუცლიდან ნარკოტიკები ჩამოუცვივდა...

ოფიცრებმა ორივე ბრალდებული დააკავეს და გაყოფილებაში გადაიყვანეს. მათ 1.500 გრამი კოკაინის გასაღების მცდელობა ედებათ ბრალად.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა