ავტორი:

"ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა..." - რა გახდა 24 წლის ანი მაჩაბლის გარდაცვალების მიზეზი?

"ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა..." -  რა გახდა 24 წლის ანი მაჩაბლის გარდაცვალების მიზეზი?

რამდენიმე დღის წინ, ბათუმში ტრაგიკულად გარდაცვლილი 24 წლის ანი მაჩაბლის ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსსიას გამორიცხავენ. მათი განცახდებით, გარდაცვლილს სხეულზე სიმაღლიდან ვარდნის კვალი არ აღენიშნება.

დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს და კვალის დაფარვის მიზნით მისი ცხედარი საცხოვრებელ კორპუსთან დატოვეს.

"დილით დამირეკა პოლიციელმა ბათუმიდან, - სამწუხარო ამბავი უნდა გითხრათ, თქვენმა შვილმა თავი მოიკლაო. კარგად ვიცი, ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა. ის ადგილიც არ აჩვენეს, საიდანაც გადმოვარდა. მეცამეტე სართულიდან ადამანი რომ ვარდება, ასეთ მადგომარეობაში არ იქნება. ანი თავს არ მოიკლავდა, თან ავადმყოფი შვილი ჰყავს. მოკლეს ალბათ", - აცხადებს დედა "ტვ პირველთან".

როგორც ახლობლები აცხადებენ, გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე, ანი მაჩაბელი ბათუმში სამუშაოს მოსაძებნად წავიდა და ის მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში. გარდაცვლილი ქალის დედის თქმით, ფაქტის შემსწრე უნდა იყოს სწორედ ეს მეგობარი გოგო, რომელიც მისი ინფორმაციით გამოძიებამ უკვე დაჰკითხა. ანი მაჩაბლის დედა ამბობს, რომ მისი შვილის მეგობარს ტრაგედიის შემდეგ მობილური გამორთული აქვს და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს. ის არ გამორიცხავს, რომ მეგობარ გოგოს მისი შვილის მკველობასთან ჰქონდეს კავშირი.

ანი მაჩაბლის ოჯახის წევრები საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას და ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას აპირებენ.