ავტორი:

"სავარაუდოდ, ის მოწამლეს..." - სად გაქრა ლუკაშენკო?

"სავარაუდოდ, ის მოწამლეს..." - სად გაქრა ლუკაშენკო?

იმ დროს, როცა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის ქვეყნებში დადის და რუსეთთან ომში დახმარებას ითხოვს; როცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, როგორც ამბობენ, ჩინეთის ლიდერის ვასალი ხდება და როცა მისი თურქი მეგობრის - რეჯეფ ერდოღანის პრეზიდენტად ყოფნა-არყოფნას გარკვეული საფრთხე ემუქრება, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საეჭვო მითქმა-მოთქმა იზრდება.

9 მაისს მოსკოვში ალექსანდრე ლუკაშენკო გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს კი დაესწრო, მაგრამ ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ იგი საკმაოდ უქეიფოდ გამოიყურებოდა. ზოგიერთებმა ვარაუდი გამოთქვეს, პრეზიდენტს მკლავში წვეთოვანი გადასხმის სისტემა ედგაო. მოგვიანებით მან წითელ მოედანზე ფეხით სიარულიც ვეღარ შეძლო, თავის დსთ-ელ კოლეგებს ჩამორჩა და ელექტრომობილზე გადაჯდა, საბოლოოდ კი, სადღესასწაულო სადილზეც უარი თქვა და მინსკში თვითმფრინავით დაბრუნდა. მას მონაწილეობა არ მიუღია და არ გამოსულა 9 მაისს მინსკში გამართულ სადღესასწაულო საღამოზე. მოკლედ, უკვე 6 დღე გავიდა და ბელარუსის პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე გამოსული არავის უნახავს.

რა მოუვიდა "ბაცკას“? რატომ არსად ჩანს ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც, შემთხვევას არასდროს უშვებს ხელიდან, რომ ტელეეკრანზე და, ზოგადად, მასმედიაში რაც შეიძლება ხშირად გამოჩნდეს? თვით ისეთი მნიშვნელოვანი საზეიმო ღონისძიება, რომელიც ბელარუსის ღერბის, დროშის და ჰიმნის დღეა, უიმისოდ აღინიშნა. არადა, წინა წლებში ალექსანდრე ლუკაშენკო ამ დღეს ყოველთვის თვითონ გამოდიოდა მიმართვით.

რასაკვირველია, ბელარუსის 68 წლის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა არა მარტო ჟურნალისტებს, არამედ - პოლიტიკოსებსაც აინტერესებთ. ბელარუსი ჩინოვნიკები, ალბათ, უფრო მეტ ინფორმაციას ფლობენ, მაგრამ ვერც ერთი მათგანი, ბუნებრივია, "ზემოთ“ მყოფების დაუკითხავად "სიტყვას ვერ დაძრავს“ პრეზიდენტის მდგომარეობაზე, მთავრობა კი დუმილს ინარჩუნებს. რუსეთის პოლიტიკურ წრეებში თვლიან, რომ იგი, უბრალოდ, ავად არის და მალე გამოჯანმრთელდება. გააგრძელთ კითხვა