რუსულმა ძალებმა დღეს დილით ავდიივკაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც თავშესაფარში მყოფი 4 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"ავდიივკაზე ავიაიერიშის შედეგად დღეს დილით ოთხი შუახნის ადამიანი დაიღუპა, ყველა მათგანი მშვიდობიანი მოქალაქეა“, - განაცხადა ავდიივკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი ბარაბაშმა.
მისი ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის დროს მოქალაქეები რკინიგზის საავადმყოფოში მოწყობილ თავშესაფარში იმყოფებოდნენ. საავადმყოფო დიდი ხანია არ ფუნქციონირებს.
"ეს არის წინასწარი ინფორმაცია. სამწუხაროდ, შესაძლოა მსხვერპლი მეტი იყოს“, - აღნიშნა ავდიივკას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.