ავტორი:

"პრეზიდენტმა არ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არის გზა ჩიხისკენ - სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ეს პოლიტიკური კულტურა ვერ გამოაჩინა" - ვოლსკი

"პრეზიდენტმა არ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არის გზა ჩიხისკენ - სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ეს პოლიტიკური კულტურა ვერ გამოაჩინა" - ვოლსკი

თურმე ოპოზიციის გარეშე ცესკო ვერ უნდა დაკომპლექტდეს - ოპოზიცია მობილიზებულია იმისთვის, რომ საბოტაჟი გაუწიოს რეჟიმს, ამას სხვა პოლიტიკური კულტურა სჭირდება, რომელიც სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ვერ გამოაჩინა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებული ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „პრეზიდენტმა არ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არის გზა ჩიხისკენ“.

როგორც ცნობილია, პარლამენტმა ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების განხილვა დაიწყო. დაგეგმილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ასევე იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი - თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.