ავტორი:

"გიჩო იმ დღეს რაჭაში გეგმავდა წასვლას... სახლში ვიყავი, როცა კახამ დამირეკა, თავს დაგვესხნენო" - რას ჰყვება გახმაურებული საქმის მოწმე?

"გიჩო იმ დღეს რაჭაში გეგმავდა წასვლას... სახლში ვიყავი, როცა კახამ დამირეკა, თავს დაგვესხნენო" - რას ჰყვება გახმაურებული საქმის მოწმე?

4 მაისს თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალებს ახლა სამართალდამცველები არკვევენ. იმ დროს გივი (გიჩო) მარგველაშვილი თავის უბანში იყო. რესტორნიდან გამოსული მობილურზე საუბრობდა, როცა მოულოდნელად მას ესროლეს. ამ დროს მასთან ერთად დაცვის პოლიციის თანამშრომელი კახაბერ კამლაძე იყო, რომელმაც საპასუხოდ რამდენჯერმე გაისროლა და მარგველაშვილზე თავდამსხმელი ადგილზე გარდაიცვალა. მალე გაირკვა მოკლულის ვინაობა, ის 38 წლის საბა გახოკია აღმოჩნდა. ამბობენ, სასიკვდილოდ დაჭრილმა მხოლოდ თავისი სახელის თქმა მოასწრო. თქვა, რომ საბა ერქვაო. ამ უმძიმესი დანაშაულის ამსახველი კადრები სამართალდამცავებს ხელთ აქვთ და მედიითაც გავრცელდა. ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, როგორ ესროლა გახოკიამ მარგველაშვილს და როგორ დაჭრა. ამის შემდეგ გახოკიას კახაბერ კამლაძემ გაუხსნა ცეცხლი.

საბა გახოკია რამდენიმე კომპანიას ფლობდა, ადგილობრივი და საერთაშორისო ტვირთების გადამზიდი შპს "ტრანსკოს" მფლობელი იყო, ასევე ჰქონდა სამშენებლო მასალების კომპანია შპს "ჯიმა ჯგუფი" და სამშენებლო მანქანების და მოწყობილობების კომპანია შპს "ტრანსკო". როგორც ამბობენ, ბიზნესსაქმიანობითაა დაკავებული გიჩო მარგველაშვილიც. ის "სასწრაფომ" კლინიკაში გადაიყვანა და ოპერაცია იმავე დღეს ჩაუტარდა. ამ დრომდე ხეჩინაშვილის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ისიც ცნობილია, რომ ორმხრივი სროლის შედეგად შემთხვევის ადგილზე დაიჭრა ტურისტი, რომელიც მაღაზიიდან გამოვიდა. ტურისტს სერიოზული დაზიანება არ ჰქონია, ჭრილობა მხარის არეში აქვს, სათანადო დახმარების აღმოჩენის შემდეგ კლინიკიდან იმავე დღეს გაწერეს.

მოკლულს და დაჭრილს უბანში ბევრი ადამიანი იცნობს. ისინი თანასკოლელები იყვნენ, ორივე 55-ე სკოლაში სწავლობდა და ერთ უბანში იზრდებოდნენ. იმასაც ამბობენ, მათ შორის დაპირისპირება წლები გრძელდებოდა და ერთმანეთთან ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათო. თუმცა დაპირისპირების მიზეზსა და სხვა დეტალებზე საუბარს ყველა ერიდება. რა ხდებოდა მათ შორის რეალურად, ეს ახლა სამართალდამცავებმა უნდა გაარკვიონ. საინტერესოა ისიც, მისცემს თუ არა მომხდარზე დეტალურ ჩვენებას თავად დაჭრილი მარგველაშვილი. ჯერჯერობით მისი დაკითხვა ვერ ხერხდება. მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულად მძიმეა.

როგორც მოკლული, ასევე დაჭრილი წარსულში ნასამართლევები არიან. ჩვენი წყარო პირად საუბარში იმასაც ამბობს, რომ წლების მანძილზე მათ შორის დაძაბული ურთიერთობა იყო და ადრე მარგველაშვილმა დაჭრა საბა გახოკია. მისი თქმით, ორივე კრიმინალური გავლენების გაძლიერებას ცდილობდა, ამიტომ გარჩევა უბანში ხშირად ხდებოდა. მარგველაშვილი ვერასა და ვაკეს შორის სიტუაციებს ალაგებს, ამიტომ ე.წ. ავტორიტეტს ბევრი მტერი ჰყავსო.

სამართალდამცავებმა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლით აღძრეს. შემთხვევის ადგილზე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული კახაბერ კამლაძე. როგორც გაირკვა, მოკლულს სასიკვდილო ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. მეორე დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგი ჩატარდა, სადაც დაადასტურეს, რომ დაკავებული შსს-ს დაცვის პოლიციის თანამშრომელი კახაბერ კამლაძე იყო, რომელიც კერძო დაცვაში მუშაობდა.

როგორც შევიტყვეთ, კახა კამლაძე გიჩო მარგველაშვილის ბიძაშვილის დაცვის წევრი იყო და მას იარაღის ტარების უფლება ჰქონდა. ჟურნალი "გზა" აქვეყნებსამ საქმის მოწმის, ა.გ.-ს ჩვენებას (სტილი დაცულია):

"ვარ ბიზნესმენი და სხვადასხვა მიმართულებით ვსაქმიანობ, მათ შორის, მაქვს სასოფლო სამეურნეო მიწები და ვაშენებ შემდგომ იჯარით გასაცემ ფართობს. ჩემს დაცვას უზრუნველყოფენ კახაბერ კამლაძე და ივანე ტალიაშვილი. სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, ჩემთან ერთად გადაადგილდებიან. ჩემი მამიდაშვილია გივი მარგველაშვილი, რომელსაც მივმართავთ სახელით გიჩო. გივი მარგველაშვილი ასევე საქმიანობს კერძო ბიზნესის მიმართულებით. როგორც დამოუკიდებლად, ასევე ერთ-ერთი კომპანიის - შპს "როზუმის" საქმიანობაში მიწევს დახმარებას კონკრეტულად ხელშეკრულებების გაფორმებაში. გივი მარგველაშვილი ცხოვრობს გოგებაშვილის და პეტრიაშვილის ქუჩების კვეთაზე.

დღეს, დღის განმავლობაში ვიმყოფებოდი ოფისში, რომელიც ჭოველიძის ქუჩაზე მდებარეობს. დაახლოებით 15 საათსა და 30 წუთზე დამიკავშირდა ჩემი მეუღლე, რომელმაც ჩვენი შვილი სკოლიდან გამოიყვანა და იმყოფებოდა ჩემი დაცვის ერთ-ერთ წევრთან, ივანე ტალიაშვილთან ერთად. მითხრა, რომ ერთად გვესადილა. იმავე პერიოდში დამიკავშირდა ან გივი მარგველაშვილი, ან კახა კამლაძე და მითხრეს, რომ იყვნენ ერთად, გოგებაშვილის ქუჩაზე. ვისაუბრეთ და გადავწყვიტე, მეც წავსულიყავი მათთან. გივი მარგველაშვილი იმ დღეს გეგმავდა რაჭაში წასვლას სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით. მე ოფისიდან გარეთ გავედი და მოტოციკლეტით წავედი. ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად ვისადილე რესტორანში, რომელიც ჭოველიძის ქუჩის კუთხეში მდებარეობს. დაახლოებით 17 საათისთვის ჩვენ დავტოვეთ იქაურობა და გავემართეთ საცხოვრებელი სახლისკენ. მე კვლავ მარტო წავედი მოტიციკლეტით. ჩემი ოჯახის წევრები ივანე ტალიაშვილთან ერთად, უკან გამომყვნენ მანქანით.

სახლში ვიყავი, რომ დამიკავშირდა კახა კამლაძე და მითხრა, - არ ინერვიულო. თავს დაგვესხნენ, გიჩოც ცოცხალია და მეც, მაგრამ გიჩო დაჭრილია და სასწრაფოდ ამოდიო. მაშინვე წავედი მე ჩემი მოტოციკლეტით გოგებაშვილის ქუჩაზე, სადაც უკვე იყო პოლიციის, "სასწრაფოს" და სახანძროს მანქანები. ადგილი შემოსაზღვრული იყო ყვითელი ლენტით. დავინახე, რომ ახალგაზრდა მამაკაცი კუთხეში ესვენა, ტროტუარის ნაწილზე, უმოძრაოდ. გარშემო მყოფების საუბრით მივხვდი, რომ ის გარდაცვლილი იყო. იმავე ადგილას, დაახლოებით 5 მეტრის მოშორებით, ქართული რესტორნის კიბის წინ კახა კამლაძე იჯდა და გიჩოს თავი მას კალთაში ედო. გიჩოს ფეხებზე ქამრები ჰქონდა შემოჭერილი. გიჩო და კახა კამლაძე ერთად იყვნენ. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ გიჩო გარდაცვლილი იყო, მაგრამ სახეზე შევხედე და გონებაზე იყო, თუმცა მასთან კომუნიკაცია ვერ შევძელი, ვერც მოვახერხებდი, რადგან აშკარა იყო, ტკივილისგან აგონიაში იმყოფებოდა, ასევე "სასწრაფოს" ექიმები ეხვივნენ თავს. მალევე ის დააწვინეს საკაცეზე და კლინიკაში გადაიყვანეს. შემდგომ გავიგე, რომ ხეჩინაშვილის კლინიკაში წაიყვანეს. ამის შემდგომ ადგილზე ფაქტობრივად მოვლენები სწრაფად და პარალელურად ვითარდებოდა. პოლიციის თანამშრომლები ესაუბრებოდნენ კახა კამლაძეს და მივიდნენ იქ, სადაც გარდაცვლილი ესვენა.

მათ კახა უყვებოდა მომხდარის შესახებ. მე კახას გვერდით ვიყავი, რადგან ის ჩემი დაცვის წევრი იყო და ვნერვიულობდი მომხდარის გამო. მომიყვა, რომ იმყოფებოდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე, გიჩო საუბრობდა ტელეფონზე და თავად კახა იყო მისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით..წაიკითხეთ სრულად