ავტორი:

"სახლთან გამოძახებულ პოლიციას მშვიდი ვითარება დახვდა" - შსს-ში აცხადებენ, რომ ლევან ბერძენიშვილის სახლთან სამართალდარღვევის ფაქტი არ შეინიშნებოდა

"სახლთან გამოძახებულ პოლიციას მშვიდი ვითარება დახვდა" - შსს-ში აცხადებენ, რომ ლევან ბერძენიშვილის სახლთან სამართალდარღვევის ფაქტი არ შეინიშნებოდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლევან ბერძენიშვილის სახლთან „პრევენციის მიზნით შემოსული შეტყობინების საფუძველზე გამოძახებაზე“ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოცხადდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, ადგილზე პოლიციას დახვდათ „მშვიდი ვითარება, არ შეინიშნებოდა რაიმე დაპირისპირება ან სამართალდარღვევის ფაქტი“.

„მოხდა გასაუბრება შეტყობინების ინიციატორთან რომელმაც განმარტა, რომ მის საცხოვრებელ სახლთან შენიშნა რამდენიმე პირბადიანი პიროვნება და პრევენციის მიზნით გამოიძახა პოლიცია”, - განაცხადეს შსს-ში.

პროფესორ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, მის საცხოვრებელ სახლთან „15-დან 20-მდე მკლავძლიერი და კუნთმაგარი ახალგაზრდა იყო მობილიზებული“.

როგორც „ინტერპრესნიუს“ ბერძენიშვილმა განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებას უწიგნური ხალხი მის წინააღმდეგ ჰყავს მომართული.

წაიკითხეთ ასევე: