ავტორი:

"ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში უნდა შემოვიდეს, უკრაინაში სანქცირებულია - საქართველომ ისტორიულ გზაგასაყარზე რუსეთის გვერდით დგომა აირჩია" - რომან გოცირიძე

"ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში უნდა შემოვიდეს, უკრაინაში სანქცირებულია - საქართველომ ისტორიულ გზაგასაყარზე რუსეთის გვერდით დგომა აირჩია" - რომან გოცირიძე

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, რუსეთთან ფრენების აღდგენა ქვეყნისთვის რეპუტაციული ზიანია.

როგორც გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, საქართველომ ისტორიულ გზაგასაყარზე რუსეთის გვერდით დგომა აირჩია.

"შეუძლებელია ეკონომიკურ შემოსავლებზე ილაპარაკო, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება. ფრენების აღდგენა ქვეყნისთვის უკიდურესი რეპუტაციული ზიანია, ეს არის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური განცხადება, რომ ის ორბანის რიგში ჩადგა. საქართველოს სამივე აეროპორტი, რომ დასანქცირდეს, ხალხი რას იზამს, ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის. ის კომპანია, რომელიც საქართველოში უნდა შემოვიდეს, უკრაინაშია სანქცირებული. ევროკავშირის სანქციების ქვეშ არ არის, მაგრამ უკვე სანქცირებულია. დასანქცირებული თვითმფრინავების შემოშვება ნიშნავს უკრაინის მიმართ არამეგობრულ დამოკიდებულებას“,- განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, რუსეთთან ფრენების აღდგენით და სავიზო რეჟიმის გაუქმებით, დასავლეთის თვალში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინისადმი არ არის სოლიდარული, ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ღალატობს.

„მთავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველომ ამ გადაწყვეტილებით, რუსეთის დავალება პირდაპირ შეასრულა. რუსეთთან დაკავშირებით, რაც უკრაინის ომის შემდგე ხორციელდება, ყველაფერი ივანიშვილის მითითებით არის გაკეთებული. ივანიშვილი არის პუტინის ლაქია. ყველაფერი წინასწარ იყო მოლაპარაკებული, მთავარი შედეგი არის ის, რომ დასავლეთის თვალში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ საქართველოს უღირსი ხელისუფლება ჰყავს, უკრაინისადმი არ არის სოლიდარული, ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ღალატობს, საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციას დიდი რისკის ქვეშ აყენებს, კონსტიტუციას ღალატობს.

როდესაც საქართველომ ამ ისტორიულ გზაგასაყარზე რუსეთის გვერდით დგომა აირჩია, ამ შემთხვევაში ეს არის კიდევ ერთხელ ხაზგასმა, რომ საქართველომ გააკეთა არჩევანი - ეს არის რუსეთი. ევროპასთან ინტეგრაცია და 12 პუნქტის შესრულება ნიშნავს ხელისუფლების დაკარგვის რისკს. ივანიშვილისთვის რუსეთი საჭიროა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ივანიშვილი რუსეთში არასდროს ჩავა ან პუტინი დაიჭერს ან ქურდები მოკლავენ. კაცი 20 წელია რუსეთში არ ყოფილა, როცა ფული იქ იშოვა“, - განაცხადა გოცირიძემ.

ასევე იხილეთ: